ტრადიციულად Monotype-მა ყოველწლიური Type Trends Report გამოაქვეყნა და ის 10 ტრენდი გაგვაცნო, რომლებიც ტიპოგრაფიისა და ბრენდის დიზაინის სამყაროს განსაზღვრავს 2024 წელს, დაწყებული AI-ით შთაგონებული სიურრეალიზმით და დამთავრებული კლასიკური ფონტებით… ტრენდები ვინილის ფორმებსა და ალბომის ყდებზეა წარმოდგენილი. თანაც თითოეული კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრს ასახავს, ჯაზისა და პანკის ჩათვლით, რომლებიც Midjourney-ს დახმარებით შეიქმნა.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩამოვშორდით ემპათიურ ფონტებს, რომლებიც ბევრმა ბრენდმა დაამკვიდრა პანდემიის სტრესის შემდგომ. წელს კი, ანუ იმ დროს, როცა ცოტათი ნოსტალგიურები შეიძლება ვიყოთ სმარტფონებამდე და AI-მდე არსებული სამყაროს ციფრული სიმარტივის მიმართ, ჩვენ ვხედავთ დიზაინერებს, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ მემკვიდრეობას და მეტად ტრადიციულ სერიფ ფონტებს გვთავაზობენ. ასევე, პოულობენ ახალ შემოქმედებით ინსპირაციას 90-იან და ადრეულ 2000-იან წლებში“.
ახლა კი ტიპოგრაფიის 2024 წლის ტრენდებისკენ გადავინაცვლოთ:
- Everythingallofthetime
მაქსიმალიზმის შეგრძნებას გვიტოვებს, აერთიანებს უამრავ შრიფტს, ტექსტურასა და ტექნოლოგიებს ერთი დიზაინში. იმ უსაზღვრო შესაძლებლობების დასტურია, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს, თანაც Bo Burnham-ის სატირული სიმღერით Welcome to the Internet არის შთაგონებული:
- Whatever
90-იანი და 2000-იანი წლების მამაც მეამბოხე სულებს ასახავს დიზაინით, რომელიც ეპოქის საკულტო რეივის ფლაერს ეხმიანება ციფრული გრადიენტებითა და ფონტებით. რეტრო ესთეტიკის წვეულებაა, ნოსტალგიის ტალღით, რომელიც მუსიკას, მოდასა და დიზაინს აერთიანებს:
- Systm
ადამიანის მიერ შექმნილის შეგრძნებას ტოვებს, ეს თემა აღნიშნავს დიზაინის ტრადიციული პრინციპებისკენ დაბრუნებას ფოკუსით მოდულარულ, მექანიკურ თუ ინდუსტრიულ ტიპოგრაფიაზე, რომლებიც მეტად თბილი და ნიუანსური გახდა:
- De-Form
დიზაინის ნორმებისგან გადახვევას გვთავაზობს და გამოწვევის წინაშე აყენებს ესთეტიკის ცნებებს. ეს ვიზუალური დაუმორჩილებლობის ასახვაა გლობალური კულტურული და სოციალური საკითხების ფონზე:
- Flux
დინამიკურ ქმედებასა და მოძრაობას ეძღვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ტიპოგრაფიაში სიჩქარისა და დინამიკურობის შეგრძნება შემოაქვს:
- Quirk
უნიკალურობის სურვილს ნაცნობობის კომფორტთან აბალანსებს, დახვეწილ დეტალებს სტანდარტულ ფონტებში გვთავაზობს… აქ მთავარი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებასა და ჩვეულებრივობას შორის არსებული წერტილის პოვნაა:
- Counter Attack
თითოეულ ასობგერაში გულის ფორმებით დინამიკურ ენერგიასა და ქარიზმას ქმნის. არქიტექტურული ფორმებითაა შთაგონებული, სივრცეებს ასოთანიშნებით იკვლევს და ტიპოგრაფიის დიზაინის სუფთა პერსპექტივას გვთავაზობს:
- Profeshinal
ეს ტრენდი „სრულყოფილად არასრულყოფილ დიზაინებს“ ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ავთენტურია და თითქოს ადამიანურიც. წინააღმდეგობაში მოდის იმ პრიალა სრულყოფილებასთან, რომელსაც ხშირად ვხედავთ გრაფიკულ დიზაინში:
- 100% Natural
მდგრადობისა და ხელნაკეთობის ნაზავს გვთავაზობს, ხაზს უსვამს ორგანულ ხელით დამზადებულ მახასიათებლებს დიზაინში:
- Return of the Serif
შორს არის იმ ბრჭყვიალა ფონტებისგან, რომლებმაც პოპულარობა პანდემიის შემდგომ მოიპოვა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ტრენდი ტრადიციული შრიფტების მემკვიდრეობას უბრუნდება. იმ დროისკენ მიისწრაფვის, როცა სმარტფონები არ არსებობდა და იმ სურვილითაა შექმნილი, რომელიც ისტორიულ ფესვებთან ხელახლა დაკავშირების სურვილს აღძრავს:
„ტიპოგრაფია არის როგორც ამსახველი, ისე კატალიზატორი იმ კულტურული საუბრებისა, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ქმნის. ჩვენი მეოთხე Type Trends-ით გვინდოდა, გამოგვეკვლია, რას გვეუბნება ტიპოგრაფია კულტურასა და სამყაროზე 2024 წელს. აჩქარებული ინოვაციებისა და სოციალური ცვლილებების ფონზე, ჩვენ აღმოვაჩინეთ, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო კონცეფციები, რომლებსაც აერთიანებენ დიზაინერები და რომლებიც შთაგონებულია როგორც სამომავლო შესაძლებლობებით, ისე წარსულის ნოსტალგიით, რაც შემოქმედებითობის ახალ, ურთიერთსაწინააღმდეგო ეპოქაზე მიგვითითებს“, — აცხადებს დამიენ კოლოტი, Monotype-ის შემოქმედებითი ტიპოგრაფიის ხელმძღვანელი.