ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ტიპოგრაფია ბრენდებს საკუთარი ხმის გაჟღერებაში ეხმარება, ახლა კი Monotype-მა გადაწყვიტა, ეს თეორია პრაქტიკაში შემოგვთავაზოს — Audiosocket-თან ერთად იმ გზების კვლევა დაიწყო, რომლითაც მუსიკისა და შრიფტების ჰარმონიულად შერწყმას შეძლებდა, საბოლოოდ კი Fonic შემოგვთავაზეს, AI პლატფორმა, რომელიც დიზაინერებს ტიპოგრაფიის საშუალებით მრავალსენსორული გამოცდილების შექმნის საშუალებას მისცემს.
ამგვარად, მომხმარებლებს შეეძლებათ, ექსპერიმენტები ჩაატარონ იმაზე, თუ როგორ ესადაგება ერთმანეთს კონკრეტული შრიფტი და მუსიკა, რათა განსხვავებული ხასიათი შემოგვთავაზონ და ბრენდის იდენტობაც შექმნან.
ამისთვის ტესტი უნდა შეავსოთ, რომელშიც განწყობაზე, თემატიკაზე, სასურველ ფონტზე, მუსიკალურ ჟანრსა და ემოციებზე მოგიწევთ ინფორმაციის მიწოდება. შემდგომ კი Fonic ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გააანალიზებს და ობიექტურ წყვილებს შემოგთავაზებთ. აქ უნდა ელოდოთ, რომ მუსიკის ცვლილება ფონტის ზომისა თუ სისქის ცვლილებასაც გამოიწვევს, შესაბამისად, იმაზეც იმოქმედებს, თუ როგორ აღიქვამს აუდიტორია თქვენს შეტყობინებას.
ამ ტექნოლოგიის მიღმა Audiosocket-ის AIMS API დგას, რომელიც AI-ს ადამიანების მიერ მოწოდებულ მონაცემებს შეუსაბამებს, რათა ზუსტი რეკომენდაციები გასცეს. მომავალში კი გვპირდებიან, რომ მეტ ინსაითს გაგვაცნობენ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ერთად ტიპოგრაფია და მუსიკა ბრენდინგსა და სთორითელინგში…