25
Oct
2017

3 ოქროს სიტყვა წარმატებული კონტენტ მარკეტინგის შესაქმნელად – Monster.com-ის მაგალითი

25 Oct 2017

დიდი ალბათობაა იმისა, რომ სამსახურის ძებნის ონლაინ საშუალებებიდან, Monster.com იყო დაუსაქმებელი ადამიანების ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. 1994 წელს დაარსებული საიტი ძალიან სწრაფად გახდა და დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა ერთგვარი დამაკავშირებელი ჰაბის როლი სამსახურის მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის. თუმცა ვებგვერდის მისიამ დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა მის კონტენტ მარკეტინგთან ერთად, რამაც საბოლოოდ, ყველაზე დიდი როლი ითამაშა მის ტრანსფორმაციაში. უკვე დღეს, გარდა ურიცხვი რაოდენობის სამუშაო განცხადებებისა, Monster.com მკითხველებს საშუალებას აძლევს, სამსახურთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ მისგან. მარგარეტ მაგნარელი, monster.com-ის რედაქტორ-ხელმძღვანელი განმარტავს იმას, თუ როგორ განაახლა კომპანიის კონტენტ სტრატეგია და საიტი აქცია სამსახურის მაძიებელთა და არამარტო, ყოველდღიურ აუცილებელ საკითხავ საინფორმაციო წყაროდ: „კომპანიის სტრატეგია სამ ოქროს სიტყვაშია: HOW, WOW და NOW:

statiebi-bog
statiebi-bog

How: სერვის ჟურნალისტიკა, რომელიც იქცევა მკითხველისთვის ჭეშმარიტ სახელმძღვანელოდ
სერვის კონტენტი monster.com-ში ორი სხვადასხვა მიმართულებით იქმნება – ერთი არის სეოსთვის (SEO – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია), ხოლო მეორე – სერვის ჟურნალისტიკა (მედიასაშუალების ტიპი, რომელიც ფოკუსირებულია რჩევებისა და სხვა, მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტის სტიმულირებაზე), რომელიც მოიცავს, მაგალითად, რჩევას, როგორ უნდა შეივსოს რეზიუმეში სიცარიელეები, ასევე, „როგორ გავუმკლავდეთ უხეშ ბოსს“, თუმცა წაიკითხავთ იმასაც, რომ თუ ამ რჩევებიდან არცერთი არ მოქმედებს, ჯობს, ახალი სამსახურის ძიებას შეუდგეთ.

Wow: ძლიერი კონტენტი, რომელიც ემოციურ კავშირს დაამყარებს აუდიტორიასთან
Monster.com-ის ემოციური შემოთავაზებებიდან აღსანიშნავია კომპანიის სერიები სახელად „ცხოვრება სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ“. სერიებში მოთხრობილი იყო გულგატეხილი ქალის ცხოვრების რეალური ამბავი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს და გადმოცემული იყო, მისი იმჟამინდელი ემოციური მდგომარეობა.

Now: კონტენტი, რომელიც გულისხმობს მიმდინარე ამბების დროულ ასახვას
Now – ეს არის აუდიტორიისთვის დროულად მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ახლა და სწორედ ამ დროს არის ახალი და მნიშვნელოვანი. როგორც მარგარეტ მაგნარელი ამბობს: „თუ დასაქმების ანგარიშს იღებს კომპანია, ჩემი გუნდი ამას დაუყოვნებლივ ამუშავებს და ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ ანალიზს, ჩვენს საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით“.
„ერთი სასაცილო შემთხვევა მახსოვს, როდესაც კანაფის მოწევისა და აღნიშვნის დღეს, 20 აპრილს, ჩვენ დავდეთ ამბავი მარიხუანას ლეგალურ სამსახურზე და დავაკვირდით, რამდენად სწრაფად გაიზარდა Monster.com-ის კონტენტით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი.

საერთო ჯამში, როცა გსურთ საკუთარი კომპანიის კონტენტ სტრატეგიის განვითარება, იფიქრეთ შინაარსის იმ მნიშვნელოვან საყრდენებზე და ისეთი კონტენტი შექმენით, რომელიც ერგება ნებისმიერს ამ სამიდან ან სამივეს ერთდროულად – How, Wow, Now – საჭირო რჩევების, ნაცნობი ემოციების გამოწვევისა და ახალი ამბების თემებს.



განხილვა