in

მონსტრი ექიმის მოსაცდელ ოთახში — კამპანია

BOG
BOG

ანტიბიოტიკების უმიზეზოდ და დიდი რაოდენობით მიღება საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რასაც ხშირად ვივიწყებთ გაციების, გრიპის თუ ცხელების დროს. ექიმები იმასაც კი ამბობენ, რომ ამ ზედმეტმა გამოყენებამ ერთგვარი მონსტრი შექმნა, რასაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობას უწოდებენ… ამ გლობალური საფრთხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, Mucinex-მა, Reckitt-ის ხველების სამკურნალო საშუალებამ, ექსპერიმენტული ინსტალაცია შექმნა: „Monsters in Waiting“.

ნამუშევარი ორი დიდი ზომის მონსტრს მოიცავს: აბების კოლოფებითა და ქაღალდის რეცეპტებით შექმნილს. „ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარება უხილავი პრობლემაა. ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ გაფრთხილებებს თუ მკაცრ მითითებებს, თუმცა ჩვენს მოსაცდელ ოთახში მონსტრების იგნორირება შეუძლებელია. ცოტა უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ანტიბიოტიკების ჭარბად მიღება ბაქტერიებსა და მიკრობებს საშუალებას აძლევს, მეტად რეზისტენტულნი გახდნენ პრეპარატის მიმართ. შესაბამისად, მკურნალობის ეფექტიანობაც იკლებს რეალური საჭიროების დროს“, — განმარტავს დოქტორი ჩარლზ პოლაკი.

კამპანიას ხელმძღვანელობდა McCann New York.

ნასამ მთვარის მისიებისთვის 3 მანქანა აირჩია

„ფარმსახლი“ მომხმარებელს პრემიუმ და ლუქსკატეგორიის ბრენდებსა და ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს