in ,

საქართველოში ელექტროფიცირებისთვის საჭირო პროდუქციის წარმოება იგეგმება

ელექტროფიცირების მიმართულებით მოღვაწე ქართული კომპანია „მონტაჟ ჯორჯია“, ელექტროფიცირებისთვის საჭირო პროდუქციის ფართო წარმოებას გეგმავს. კომპანიის თქმით, მათ უკვე დაწყებული აქვთ გოფრირებული მილების წარმოება და უკვე არსებულ საამქროში აწყობენ ელექტროგამანაწილებელ კარადებს, სხვადასხვა მასშტაბური პროექტისთვის. რა თქმა უნდა, ადგილობრივ წარმოებას არაერთი სასარგებლო მხარე აქვს, მათ შორის უმთავრესი კი, ალბათ, ქვეყანაში ამ ინდუსტრიის განვითარება, ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ინდუსტრიის შექმნაა.

ელექტროფიცირებისთვის საჭირო პროდუქციის ადგილზე წარმოება ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასა და წინსვლას, ვინაიდან ქართულ კომპანიებს აღარ დასჭირდებათ საჭირო პროდუქტების უცხოეთიდან იმპორტირება. გარდა ამისა აზიის გარკვეულ ქვეყნებშიც ვაწყდებით მსგავს პრობლემებს და ვხედავთ საკმაო მოთხოვნას. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა კი ხელს გვიწყობს, ვიქცეთ ერთგვარ მედიატორებად და აზიის ქვეყნებსაც მივაწოდოთ ევროპული სტანდარტის პროდუქცია“, – ამბობს დავით კახიანი, „მონტაჟ ჯორჯიას“ დამფუძნებელი.

Montage Georgia-ს დამფუძნებლის თქმით, უკვე ააშენეს შენობა, სადაც სხვადასხვა ტიპის პლატებსა, თუ განათებებს აწარმოებენ. რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას, ის ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს ელექტრო, სახანძრო, ვიდეომეთვალყურეობის, ავტომატიზაციის და შენობის ცენტრალიზებული მართვის (BMS) სისტემების პროექტირებისა და მონტაჟის მიმრთულებით. ელექტროფიცირების კუთხით მათ არაერთი პროექტი აქვთ განხორციელებული. მათ შორისაა სასტუმრო „ჰილტონი“ თბილისსა და ბათუმში, „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხანა, სავაჭრო ცენტრები „ისთ ფოინთი“, „თბილისი მოლი“, „სითი მოლი“ და ა.შ. კომპანია 2010 წლიდან არის „შნაიდერის“ ექსკლუზიური მომწოდებელი საქართველოში, მის სპეციალისტებს კი „შნაიდერ ელექტრიკის“ კურსები აქვთ გავლილი. 

M: რამდენად დიდია თქვენი გამოცდილება საიმისოდ, რომ საქართველოში, ელექტროფიცირებისთვის საჭირო მოწყობილობების ფართო წარმოება დაიწყოთ?
გარდა „შნაიდერ ელექტრიკისა“, ჩვენ გავხდით ისეთი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორიცაა ABB, Honeywell, Weiduller, LUG და სხვა. სწორედ ასეთი დონის ბრენდებთან პარტნიორობით უზრუნველვყფობთ ხარისხიანი პროდუქციისა თუ სერვისის მიწოდებას. გარდა საქართველოსა, ამ პროდუქციით უკვე ვამარაგებთ აზიის ქვეყნებსაც, მათ შორის ელექტროგამანაწილებელი ფარებით, რომელსაც ჩვენს ქარხანაში ვამზადებთ და ტესტირება უტარდება ევროსტანდარტების მიხედვით.

წარმოების დაწყებამდე, ძირითადი პრობლემა, რასაც წავაწყდით, იყო საჭირო კადრების მოძიება ადგილობრივ ბაზარზე. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ტექნიკურ უნივერსიტეტში გავხსენით სპეციალური ლაბორატორიები, სადაც დავამონტაჟეთ ჩვენი დანადგარები და სხვადასხვა მოწყობილობები. აქ იზრდება ახალი თაობა, რომელსაც შეუძლია ჩვენთან დასაქმება და მათი დახმარებით, ვახერხებთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას.

Montage Georgia-ში ამბობენ, რომ ფართო წარმოების დასაწყებად ნაბიჯები უკვე გადადგმულია, ხოლო წარმოების აქტიურ ფაზაში გადასვლას კომპანია მიმდინარე წლის განმავლობაში შეძლებს. 

კოკო შანელის რევოლუცია… – Chanel-ის ვიდეორგოლი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს