in

ბოლოს ხელით როდის დაწერეთ? — Montblanc და უეს ანდერსონი სწორედ ამისთვის გაერთიანდნენ

უეს ანდერსონი Montblanc-თან გაერთიანდა და შემოქმედებითი პარტნიორობის მომსწრე გაგვხადა, რომელიც თხრობის გამორჩეულ სტილს ბრენდის ოსტატობისკენ დიდხნიან მიდრეკილებას შეუსაბამებს. ამ ამბავს კი პატარა ფილმით Let’s Write ვეცნობით — მოკლედ რომ გითხრათ, წერის აქტს იდუმალ, კინემატოგრაფიულ გამოცდილებად გარდაქმნიან.

BOG

რომან კოპოლასთან ერთად გადაღებული ფილმის მოქმედება Montblanc Observatory High-Mountain Library-ში ვითარდება, სადაც ექსცენტრული მთამსვლელების ჯგუფი Voyage of Panorama-ში ადის, მატარებლის ვაგონში, რომელიც წარმოსახვით პეიზაჟებში მიდის. ანდერსონის სტუმრების როლში კი რუპერტ ფრენდი, მაიკლ სერა და ვარის აჰლუვალია ბრუნდებიან, რომელთაც ამჯერად ესთერ მაკგრეგორიც შეუერთდება. თუმცა მოგზაურობა აქ დანიშნულების ადგილამდე მისვლას ნაკლებად ეხება, საქმე საფოსტო ბარათების წერაში, აზრების გაცვლასა და მშვიდი მომენტების გაზიარებაშია. 

თხრობა ატმოსფეროზე, სიმეტრიასა და დახვეწილ დეტალებზეა ორიენტირებული. ხოლო ფილმის მყუდრო ინტერიერი და ზამთრის პეიზაჟები წერას კიდევ უფრო საოცარ რიტუალად აქცევს. პროცესში კი SCHREIBERLING-ს გვაცნობენ, ანდერსონის მიერ შექმნილ შეზღუდული გამოშვების კალამს.

Let’s Write კამპანიის სლოგანზე მეტ წონას ატარებს — მაყურებლებს ხელით წერის პერსონალური და ტაქტიკური გამოცდილებისკენ უბიძგებს თბილი განათების, ვინტაჟური ინტერიერისა და ანდერსონის ნარატივის ფონზე:

ფილმთან ერთად კი ხელით წერისკენ პორტრეტების სერიითაც მოგვიწოდებენ:

 

ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ამერიკული კამპანიები Cannes Lions 2025-დან

ნარჩენების მართვის რობოტები, ჭკვიანი მოწყობილობები გარემოს დასაცავად