in

ქართულ ბაზარზე ხვამლის ძირას დაკრეფილი ბიო ჩაის ბრენდი Montea გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ორგანული ჩაი Montea გამოჩნდა, რომელსაც კომპანია „ჯეო ფლაუერი“ აწარმოებს. ჩაი ტყიბულის რაიონ სოფელ წყნორში მდებარე პლანტაციიდანაა, რომელიც ხვამლის მთის ძირას, ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხისა და ადგილწარმოშობის 100%-ით ნატურალური ჩაის წარმოების იდეა კომპანიას 2018 წელს გაუჩნდა და საქართველოში მდებარე ყველაზე მაღალი ადგილი აირჩია, სადაც ჩაის კულტივირებაა შესაძლებელი. სწორედ ეს განაპირობებს ჩაის ნედლეულის უნიკალურობასა და მაღალ ხარისხს. პლანტაციის შეძენის შემდეგ, მის სრულად აღდგენის პარალელურად, მათ ISO 22000, Fair Wild და ორგანული ხარისხის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატები მოიპოვეს.

ბრენდი 2020 წელს შეიქმნა, სახელწოდება Montea ქართულად „ჩაის მთას“ აღნიშნავს და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის მთის ორგანულ პროდუქტს სთავაზობს. ჩაის წარმოება კიმინის ჯიშის ნორჩი ფოთლებით მიმდინარეობს, რომელსაც რბილი, ნაზი ყვავილოვანი არომატი გამოარჩევს. „ჩაის მთის“ პროდუქტის გაყიდვა უკვე დაწყებულია და მისი შეძენა, ამ დროისთვის, „აგროჰაბის“ ქსელშია შესაძლებელი.

მოკლედ კომპანიის შესახებ:

კომპანია „ჯეო ფლაუერი“ აგროსფეროში 2000 წლიდან ოპერირებს. ის აწარმოებს 35-ზე მეტი სახეობის ველურ ხილსა და ბალახს, წარმოებული პროდუქციის 70%-ზე მეტი კი –  ორგანულია. კომპანია, ნედლეულის სახით, მზა პროდუქციის 98%-ს ევროკავშირის ბაზრებს აწვდის. “ჯეო ფლაუერი“ თავის საქმიანობაში ISO 22000, Fair Wild და ორგანული ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს იცავს და აქვს შესაბამისი სერთიფიკატები.

კომპანია ფლობს 9000 მ2  საწარმოო ფართსა  და 300ჰა-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას – ამბროლაურის, ახალციხის, დუშეთისა და ხაშურის ტერიტორიაზე.

[R]

სულ მალე! უბნის უნივერმაღი „მულტი“ – ერთი სივრცე, სხვადასხვა ბრენდი და ერთი სალარო

MyFirst Insta Wi, პოლაროიდი ბავშვებისთვის – პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში