ტაილანდის ზოოპარკის ვარსკვლავი Moo Deng იმდენად პოპულარული გახდა, რომ არაავტორიზებული გამოყენების აღსაკვეთად და კომერციული უფლებების დასაცავად მისთვის ლოგო შექმნეს. The Zoological Park Organization of Thailand-მა (ZPOT) კონკურსი მოაწყო და 1895 სიმბოლოს შორის გამარჯვებულის არჩევა გულშემატკივრებს მიანდო.
თუმცა ფინალურ ეტაპზე მომხმარებლებს არჩევანი შემდეგ 9 ლოგოს შორის უნდა გაეკეთებინათ:

Khao Kheow Open Zoo-ის ჯუჯა ჰიპოპოტამის ლოგოს კონკურსში პიაპაცარა კაევტენტანის დიზაინმა გაიმარჯვა, რომელიც სურათზე 5-ით არის აღნიშნული. მან პირველი ადგილი 57 000-ზე მეტი ხმით მოიპოვა. როგორც ხედავთ, ლოგოზე Moo Deng-ია გამოსახული გაღებული პირითა და ფრაზით: Moo Deng and the Gang.

კაევტენტანიმ პრიზის სახით 10 000 ტაილანდური ბატი მიიღო, რაც 800 ლარზე ცოტათი მეტია. გამოყენების უფლებები კი ზოოპარკმა მკაცრად შეზღუდა, თუმცა ლიცენზია უკვე 38 კომპანიას მისცეს ლოგოს სხვადასხვა პროდუქტზე გამოსაყენებლად.
შეგახსენებთ, რომ Moo Deng გადაშენების პირას მყოფი ჯუჯა ჰიპოპოტამების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა რიცხვიც ველურ ბუნებაში 3000-ზე ნაკლებია… და თუ გაინტერესებთ, ახლა რას შვება უკვე საკუთარი ლოგოს მფლობელი ჰიპოპოტამი, მას LIVE რეჟიმში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.













