in

ცნობილი ჰიპოპოტამი საპნის ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა!

BOG
BOG

Moo Deng-ს ჯერ საკუთარი ლოგო შეუქმნეს, ახლა კი ვიგებთ, რომ რეკლამაში გადაიღეს… ისე გამოვიდა, რომ ჰიპოპოტამმა თანამშრომლობა Unilever-ის მფლობელობაში მყოფ საპნის კომპანია Lifebuoy-სთან დაიწყო და ასე ხელების ჰიგიენაზე გვესაუბრა.

H for Handwashing-ის კამპანიას ამბიციური მიზანი აქვს, აქციოს ასო H უნივერსალურ შემახსენებლად იმისა, რომ ხელები დავიბანოთ. ამაზე კი ახლა Moo Deng-საც აქვს რაღაც სათქმელი:

თუმცა ეს ინიციატივა ახალი არ გეგონოთ, H for Handwashing 2020 წელს გაეშვა და მას შემდეგ 35 ქვეყნის მასშტაბით 14 მილიონ ბავშვამდე მიაღწია. ფოკუსი კი აქ სკოლის დღის წესრიგში ამ პოზიტიური ჩვევის ინტეგრირებაზეა…

ხოლო ვიდეოს ბოლოში ნაჩვენები QR კოდის დასკანერებით, ოჯახებს AI მასწავლებელზე შეუძლიათ, მიიღონ წვდომა, რაც პერსონალიზებულ თამაშებს, აქტივობებსა და სიმღერებს გულისხმობს, რაღა თქმა უნდა, აქცენტით ჰიგიენაზე.

ამგვარად, გამოდის, ცნობილი ჰიპოპოტამის თანამედროვე ტექნოლოგიასთან შერწყმით, ბრენდი ცდილობს, ხელის დაბანა გასართობ პროცესად აქციოს ბავშვებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით…

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომლის სპონსორიც საქართველოს ბანკია, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება

Pizza Hut გეიმერებს Play Station 5-ის კონსოლით პიცის გათბობას სთავაზობს