in

Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურ სტატუსამდე გაუმჯობესა.

Moody’s-ის დასკვნა ეფუძნება ბოლო წლების განმავლობაში ბანკის მიერ განხორციელებულ პროგრესს. კერძოდ, ლიბერთიმ კოვიდპერიოდის შემდეგ შეძლო, სწრაფად აღედგინა და გაეზარდა მომგებიანობის მაჩვენებლები. იმავე პერიოდში განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში (MSME) 1 მილიარდ ლარამდე პორტფელის დაკრედიტება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის პროფილში არის მკაფიო დადებითი ტენდენციები ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებისა და უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მიესალმებიან ბანკის დაფინანსების დივერსიფიკაციის დინამიკასა და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას.

Moody’s-ის გადაწყვეტილება პერსპექტივის გაუმჯობესებაზე გულისხმობს, რომ სააგენტო იმედოვნებს, ლიბერთი ბანკი შეძლებს ზრდისა და მომგებიანობის ტენდენციის შენარჩუნებას მომავალში.

[პარტნიორის კონტენტი]

Lamborghini-მ ლოგო განაახლა — ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად

როგორ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატის საქართველოს მატჩებზე?