in ,

მთვარეზე, შესაძლოა, სიცოცხლე გაჩნდა

Lenovo
Lenovo

აპრილში, ისრაელიდან მთვარეზე გაგზავნილი ხომალდი Beresheet დედამიწის თანამგზავრზე წარუმატებლად დაეშვა. კატასტროფის შედეგად, მთვარეზე მან ნამსხვრევების გარდა, ცოცხალი ორგანიზმებიც მოფანტა, რადგან The Guardian-ის ცნობით, ხომალდს ათასობით ნელამავალი, იგივე ზღვის დათვი გადაჰყავდა. ბორტზე ისინი ანაბიოზში (სასიცოცხლო პროცესების დროებითი შენელება) შეყვანილ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ისინი დედამიწაზე ყველაზე გამძლე არსებები არიან – იტანენ ტემპერატურას -270°C-დან +150°C-მდე, უძლებენ ვაკუუმს და რადიაციის ზემოქმედებას. ზღვის დათვები წყლის გარეშე 10 წელს ცოცხლობენ. მათი ზომა კი 0,1-0,5 მილიმეტრია.

მეცნიერების ვარაუდის მიხედვით, ზღვის დათვები კატასტროფას გადაურჩნენ, თუმცა წყლის გარეშე ანაბიოზიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ. მიუხედავად ამისა, მეტაბოლიზმის პროცესები, მათ ორგანიზმში, ამ მდგომარეობაშიც კი არ წყდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ზღვის დათვებს დედამიწაზე დააბრუნებენ და წყალში მოათავსებენ, მათი გამოცოცხლება იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ვარაუდის საფუძველს 2007 წელს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა. 12 წლის წინ, ზღვის დათვები დედამიწის ორბიტაზე 10 დღით მოზაურობდნენ, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი, მათი დიდი ნაწილის გაცოცხლება გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, მეცნიერები მთვარეზე მოხვედრილი უხერხემლოების ზუსტი მდგომარეობის დადგენაზე მუშაობენ. თუმცა, სავარაუდოდ, ახლა მთვარის ზედაპირზე მოხვედრილ კონტეინერში სიცოცხლე არსებობს.

Audi სკუტერსა და სკეიტბორდს აერთიანებს

თბილისის ყავის ქარხანა საერთაშორისო კონკურსის ფინალშია – საუკეთესოს გამოსავლენად ხმის მიცემა გრძელდება