in

Moon candles – საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი დეკორატიული სანთლები

Startauperi
Startauperi

moon4დეკორატიული და სურნელოვანი სანთლების დამზადება საქართველოშიც დაიწყეს. იდეის ავტორები ცოლ -ქმარი, გიორგი დადიანი და მაია აბაშიძეა. ბიზნესად ქცეული ჰობი მომხმარებლამდე facebook გვერდიდან -Moon candles- მივიდა. ოჯახური ბიზნესის დასაწყისსა და განვითარებაზე მარკეტერს გიორგი დადიანი ესაუბრა.

M: გიორგი, გაგვაცანით თქვენი ბიზნესი- moon candles. რას ნიშნავს და როგორ დაიწყეთ მისი კეთება?

Moon candles – ეს არის არომატული სანთლები, რომელიც მთლიანად ხელით მზადდება, როგორც თითონ სანთელი, ასევე პროდუქტის დიზაინი ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ.

ეს ჩვენი ძირითადი საქმიანობაა არაა, უფრო ჰობია. მე და ჩემი მეუღლე პროფესიით გრაფიკული დიზაინერები ვართ. მე ასევე ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული და საკუთარი სტუდია მაქვს. თავიდან ამ ყველაფერს ექსპერიმენტის სახე ქონდა, შემდეგ უკვე შეკვეთების შესრულებაც დავიწყეთ.

 M: რატომ გაგიჩნდათ დეკორატიული სანთლების დამზადების სურვილი?

სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ დავინახეთ, რომ ამ მიმართულების ჰიგიენას დიდი ყურადღება ექცეოდა. ჩვენთან კი , იგივე დეკორატიული სანთლები, ჯერ ასე აქტუალური არ არის. ამიტომ ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა ის, რაც საქართველოში არ იწარმოება. რამდენიმე კომპანიას შემოაქვს, თუმცა აქ არ ამზადებს.

 moon2M: პროდუქტის შემოტანაზე მომგებიანი მისი აქ დამზადებაა?

ჩვენ ბიზნესმენები არ ვართ და შესაბამისად პროდუქტის იმპორტი ჩვენ ინტერესში არ შედის, კონცენტრაციას უფრო ნივთის დიზაინს და პრაქტიკულობას ვუთმობთ.

 M: რა ღირს თქვენი დამზადებული დეკორატიული სანთელი?

გააჩნია სანთლის ზომას. თავიდან ვაკეთებდით დიდ და პატარა ზომის სანთლებს. ახლა გადავედით საშუალო ზომებზე. მისი ფასი საშუალოდ 12 ლარია, თუმცა გააჩნია მაღაზიას. ზოგიერთში ფასი იზრდება.

სულ სამი თვეა რაც დეკორატიული სანთლების დამზადება დავიწყეთ და პირველი უცხოური შეკვეთა ესპანეთიდან გვქონდა სადაც 100 ცალი სანთელი გავგზავნეთ. Moon Candles-ის გაყიდვები Facebook-ის საშუალებით დაიწყო და სულ ცოტა ხანში უკვე მაღაზიებში გადაინაცვლა, ამ დროისთვის აგვისტოს ბოლომდე პაუზა გვაქვს აღებული და სექტემბრიდან კვლავ განახლდება წარმოება და გაყიდვა.

M: მანამდე გქონდათ დეკორატიული სანთლების დამზადების გამოცდილება?

ამ მხრივ ტექნიკური განათლება არ გვქონია, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი სფეროების დაუფლებისთვის საკმაოდ დიდი მასალაა მოცემული. გავეცანით სანთლების კეთების ტექნოლოგიას და ვისწავლეთ. ერთი შეხედვით მარტივ პროდუქტში იყო უამრავი დეტალი, რომლის დაცვაც აღმოჩნდა საჭირო, რომ შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო.

 M: რამდენად დიდია მოთხოვნა ამ პროდუქტზე ? 

რა რაოდენობაც მაღაზიებში განთავსდა, სრულად გაიყიდა. სექტემბრიდან კვლავ მივაწოდებთ მაღაზიებს ჩვენ პროდუქტს და არსებულს დაემატება კიდევ რამდენიმე ახალი მაღაზია, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი Facebook-ის საშუალებით გაიგებს.

moon1M: რა არის განსხვავებული თქვენს პროდუქტში, რამ გამოიწვია დაინტერესება თუნდაც ესპანეთიდან?

ვფიქრობ, მთავარი უპირატესობა დიზაინშია. ასევე ეს პროდუქტი და,ზადებულია ადამიანების მიერ, ადამიანებისთვის და არა ქარხნის მიერ -მასებისთვის, რაც თითოეულ ეგზემპლარს ეტყობა.

M: რა დრო გჭირდებათ პროდუქტის შესაქმნელად?

მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ ამ ეტაპზე, თუ შეკვეთა დიდია და მცირე პერიოდი გვაქვს, მეგობრებიც გვეხმარებიან. იყო შემთხვევა როდესაც 150 ცალი დავამზადეთ 5 დღეში, რაც საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იყო, თუმცა, რეზულტატი ღირდა დახარჯულ ენერგიად. თითოეული ქილის სახურავიც კი ხელით მუშავდება, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითონ სანთელზე, არომატზე და ეტიკეტზე, რაც ერთობლიობაში საკმაო დროს მოითხოვს.

 M: გაფართოებას არ გეგმავთ?

ვფიქრობ, რომ ეს საქმე დიდ მასშტაბზე არ უნდა გავიდეს და ქარხნული რაოდენობა არ უნდა დაიბეჭდოს. მგონია, რომ დაკარგავს იმ ხარისხს, რაც ხელით დამზადებისას თითოეულ სანთელს აქვს. მთელი ამ პროდუქტის კონცეფციაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გაკეთდეს ლიმიტირებული გამოცემები და შეინარჩუნოს ექსკლუზიურობა, თუმცა თუ ეს მიდგომა საქმის მიმართ დიდ რაოდენობებზეც შესაძლებელი გახდა, მაშინ გამორიცხული არაფერია.

 M: რამდენად  შემოსავლიანია ეს საქმე ?

ეს არის შემოსავლიანი ჰობი, ვერთობით მთლიანი პროცესით, დამზადებიდან რეალიზაციამდე. მას სამსახურის და ვალდებულების სახე ნამდვილად არ აქვს. ამით ვიღებთ იმდენ შემოსავალს, რომ პროდუქტის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანი არ იყო ამ საქმით შემოსავლის მიღება, უბრალოდ გვინდოდა ამგვარი პროდუქტი საქართველოს ბაზარზეც ყოფილიყო.

ავტორი: მანანა ნოდია

“ჩვენ ნეგატიურ ინფორმაციაზე უარი ვთქვით” – aww.ge

GDS-ი ახალ სეზონზე ახალი სტრატეგიით ბრუნდება! ორიგინალური ქართული დრამა