13
Sep
2019

მთვარეზე თქვენს ნაწილს 99$-ად გაგზავნიან

13 Sep 2019

Alta
Alta


მთვარის ორბიტაზე გასამგზავრებლად 35-დან 150 მილიონ დოლარამდე დაგჭირდებათ, თუმცა ახლა, სტარტაპი LifeShip გპირდებათ, რომ მთვარეზე, სულ რაღაც, 99 დოლარად მოგახვედრებთ. ყოველ შემთხვევაში, თქვენს ნაწილს – დნმ-ს. IEEE Spectrum-თან ინტერვიუში, სტარტაპის დამფუძნებელმა – ბენ ჰალდემანმა LifeShip-ის გეგმებზე ისაუბრა. ადამიანების დნმ-ის მთვარეზე გაგზავნით იქმნება ერთგვარი გარანტია კაცობრიობის გადარჩენისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ დედამიწა სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტა აღარ იქნება.

სტარტაპი კამპანიას Kickstarter-ზე, რამდენიმე დღეში დაიწყებს და 99 დოლარად გაყიდის ნაკრებებს, რომელშიც მომხმარებელს საკუთარი ნიმუშის მოთავსება და კომპანიისთვის გაგზავნა შეეძლება. ამის შემდეგ, სტარტაპი მოათავსებს თქვენს დნმ-ს სპეციალურ კონტეინერში და მოამზადებს მთვარეზე გასაფრენად. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი მისიის ფარგლებში გაფრინდება დნმ-ები მთვარეზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დნმ მთვარეზე მოხვდება, ჰელდემენი არ არის დარწმუნებული, თუ რამდენი ხანი შეძლებს ის გაძლოს დედამიწის თანამგზავრზე. „ჩვენ არ შეგვიძლია მილიონი წლის გარანტიის გაცემა, თუმცა, დნმ მთვარეზე საკმაო ხანს გაძლებს“, – ამბობს ის.

განხილვა