in

შესაძლოა, მთვარეზე არსებული წყლის ნაწილი დედამიწიდან მოხვდა

როგორც ახლად ჩატარებული კვლევა მოწმობს, შესაძლოა, მთვარის პოლარული რეგიონების მიმდებარედ არსებული წყლის ნაწილი იქ დედამიწის ატმოსფეროდან მოხვედრილიყო. თანაც ეს მარაგი საკმაოდ დიდი ზომის ტბის ეკვივალენტური მოცულობის წყალს უნდა მოიცავდეს.

M2
M2

ალასკას უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული მოდელი გვიჩვენებს, როგორ ჟონავს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენიდან ჟანგბადისა და წყალბადის იონები, რომლებიც მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედებს.

მაგნიტოსფერო არის რეგიონი დედამიწის გარშემო, რომელიც დაცულია პლანეტის მაგნიტური ველის ხაზებით. იგი მზის მხარეს მეტად ბრტყელია, მეორე ნაწილში კი წაგრძელებულია და მაგნიტოსფეროს კუდს ქმნის. მასში მთვარე თვეში 5-ჯერ გადაადგილდება, რა დროსაც მაგნიტური ველის ხაზებს არღვევს, რის შედეგადაც, წყლის წარმომქმნელი იონები ისევ დედამიწაზე ბრუნდება. გარკვეული რაოდენობა კი მთვარეზე ხვდება. შესაძლოა, ამ ატომებს სიღრმისკენ მთვარეზე ჩამოვარდნილი ასტეროიდები უბიძგებდეს და თხევადი მარაგის ფორმირება ხდებოდეს.

მეცნიერთა ვარაუდით, ამ პროცესის შედეგად მთვარეზე დედამიწიდან აორთქლებული წყლის 1% გროვდება. წლის დანარჩენი მარაგი კი ასტეროიდების, კომეტებისა და მზის ქარიშხლის შედეგად წარმოიქმნება.

Qatar Airways კამპანიაში „გამოცადეთ განსაკუთრებული” გიწვევთ

როგორ შეუძლიათ კომპანიებს გემიფიკაციის გამოყენება მომხმარებლის ლოიალობის ასამაღლებლად