პლასტმასის ნარჩენების მართვა კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ მისი მოხმარების შემცირებაზე ვზრუნავთ, არსებულებსაც უნდა მოვუხერხოთ რაღაც… Mooni-ის დამფუძნებელი ნობერტო მირანდა კი ერთ-ერთ ვარიანტს გვთავაზობს.
მეხიკოს ქუჩებში გამვლელების ყურადღებას Mooni-ის მაღაზია და გალერეა იპყრობს, რომელიც ბანანის პლანტაციებიდან აღებულ ლურჯ პლასტმასაშია შეხვეული. ადრე ამ კულტურების დასაცავად გამოიყენებოდა, ახლა კი გალერეაში შპალერის ფუნქცია მიითვისა, რომ აღარაფერი ვთქვათ მისგან შექმნილ ავეჯზე.
ინსტალაცია Mexico City Art Week-ისთვის შეიქმნა და მისი წარმოშობიდან გამომდინარე Banana Blue-ც ეწოდა. პროექტზე კი Bolsón-ის დიზაინის სტუდიამ იმუშავა, რომელიც პროფესიონალია პლასტმასის ნარჩენების გონივრულად მართვაში, ქმნის ყველაფერს დაწყებული ავეჯიდან და აქსესუარებიდან, დამთავრებული ქანდაკებებით. ხოლო ამჯერად მიღებულ ინსტალაციას აღწერენ როგორც სივრცეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პლასტმასას ახალი პერსპექტივიდან შევხედოთ: