in

ნახეთ: სანათი, რომელიც ნებისმიერ ფერსა და გრადიენტს წარმოქმნის!

Moonside თავისი ვიზუალით სანთელს მოგვაგონებს

Akai Zi-ს მიერ შექმნილი სანათი Moonside ერთი შეხედვით მსუბუქ ჯოხს ჰგავს… თუმცა მას ისეთი ფერებისა და გრადიენტების შექმნა შეუძლია, როგორსაც ვერც ერთი ჯოხი გვთავაზობს. მისი გამჭვირვალე გარსის ქვეშ RGB LED მასივია, რომლის მორგებაც სხვადასხვა შაბლონებზეა შესაძლებელი.

სანათის შიგნით დაახლოებით 90 RGB LED-ია მოთავსებული და თითოეულ მათგანს 16 მილიონი ფერის წარმოქმნა შეუძლია – შეიძლება, უფრო მეტად გრადიენტები და კომბინაციებიც კი ვუწოდოთ. საგულისხმოა სანათის ვერტიკალური ცილინდრული ვიზუალი, რომელიც მის მრავალწლიან წინაპარს – სანთელს მოგვაგონებს. თუმცა ზემოთ “ამოზრდილი” ნათების ნაცვლად, შიგნიდან ანათებს.

მრავალფუნქციური დამოუკიდებელი ნათურის მსგავსად, Moonside Lighthouse-სს შეიძლება, მრავალფეროვანი გამოყენება მოეძებნოს. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ, წინასწარ დააპროგრამონ ოთახის საყვარელი ფერებით გასანათებლად ან ფეხბურთის მატჩის დროს ფავორიტი გუნდის ფერების სინქრონიზაცია. გარდა ამისა, სანათი მუსიკალურ აპლიკაციასთან ერთადაც მუშაობას, როგორც მინი ექსპრომტი “დისკოთეკის” წარმომქმნელი.

LED ნათურები მთელ სანათშია გადანაწილებული, რაც მთლიანობაში 360° სინათლეს 800 ლუმენამდე სიკაშკაშით გაძლევთ. ასე რომ, მისი გამოყენება პორტატიული ფანრის სახითაც შეიძლება. ამასთან, სანათი USB-C პორტით იკვებება და Moonside-ის კონტროლი აპლიკაციის ან სახლის ჭკვიანი ასისტენტის მეშვეობითაც ხდება.

ასევე შეგიძლიათ, IFTTT-ის გამოყენებით, საკუთარი ინტეგრაცია შექმნათ – მაგალითად, სფოთიფაის სიმღერების სიაზე მორგებული თემები, ან ისეთი უცნაური საქმებიის გაკეთება, როგორიცაა ბიტკოინის ფასის მატების პარალელურად მწვანე შუქის დაპროექტება, კლებისას კი – წითლის.

ყველაზე გლუვი, ჭკვიანი და კაშკაშა Moonside  ოთხ ვარიანტშია ხელმისაწვდომი – განსხვავდება სანათის ლითონის ფუძის ფერი.

საქართველოს ბაზარზე, Mastercard ლიდერობს – რამდენი ბარათია მიმოქცევაში, 2021 წლის მონაცემებით?

American Airlines-ის მგზავრებს TikTok-ზე უფასო წვდომა ექნებათ!