ისტორიული საათი, რომლის გამოც, როგორც nytimes წერს, 58 წლის ლონდონელმა კოლექციონერმა ორი დღე Swatch-ის მაღაზიასთან გაატარა და ტროტუარზე ეძინა, რათა ეს მოდელი მის კოლექციაში აღმოჩენილიყო, უკვე ჩვენთან, საქართველოშიც იყიდება. ის საათების ერთ-ერთ ცნობილ ქსელში, „ართთაიმში” შეგიძლიათ, იპოვოთ.
„ართთაიმი” ბრენდია, რომელიც 1999 წლიდან ემსახურება ქართველ მომხმარებელს და საშუალებას აძლევს, ატარონ ნამდვილი შვეიცარული საათები. ახლა მას MoonSwatch-ის კოლექციაც დაემატა, რომლის შეძენაც 12 ნოემბრიდან მხოლოდ გმირთა მოედანზე არსებულ Swatch-ის ფილიალში იქნება შესაძლებელი.
MoonSwatch-ის შესახებ
არსებობენ ბრენდები, რომლებმაც საათების მსოფლიო კულტურა შექმნეს და მათი პროდუქტის მფლობელები თავს ამ კულტურის ნაწილად მიიჩნევენ. ასეთი ბრენდებია Omega და Swatch, რომლებმაც ყველა დროის გამორჩეული აქსესუარები შექმნეს და მრავალი ადამიანის გული დაიპყრეს. ამ ბრენდების სახეები ხშირად გამხდარან ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროდან. ამ ორი ბრენდის კოლაბორაციამ კი ერთობლივი მოდელი, MoonSwatch გამოიყვანა ბაზარზე.
ყველაფერი დაიწყო კოსმიური იდეით…
თუმცა MoonSwatch-ის დიდებულება მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ის დიდი ბრენდების ერთობლივი ნაწარმია. ყველაფერი გაცილებით ადრე, კოსმოსით დაიწყო.
Omega-ს ცნობილი საათი Moonwatch ამერიკელ ასტრონავტებს წლების განმავლობაში ეკეთათ NASA-ს მისიების შესრულებისას. პირველი Omega Speedmaster გამოვიდა 1957 წელს, როგორც Omega-ს ინსტრუმენტული საათების ტრილოგიის ნაწილი. ეს იყო ომეგას, როგორც კოსმოსური საათის მწარმოებლის მემკვიდრეობის დიდი დასაწყისი.
Moonwatch Apollo 11-ის მისიის ნაწილი გახდა 1969 წელს, რის შემდეგაც ის ყველაზე ცნობილ საათად იქცა, საათად, რომელიც დაეშვა მთვარეზე. მას შემდეგ კოლექციონერები სანთლით ეძებენ მის როგორც ვინტაჟურ, ისე ახალ მოდელებს და მზად არიან, დიდი თანხა გადაიხადონ მათში. Moonwatch იქცა პროდუქტად, რომელიც ცალკე ბრენდად, კონცეპტად ჩამოყალიბდა.
Swatch Group-ის ქოლგა, რომლის ქვეშაც ახალი მოდელი დაიბადა
2022 წლის 26 მარტს Swatch Group-მა გამოუშვა ახალი მოდელი, სახელწოდებით MoonSwatch, რომელმაც არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში, უზარმაზარი რიგები დააყენა. ზოგიერთი ადამიანი ორ საათსაც კი ყიდულობდა, თუმცა მზარდი მოთხოვნის გამო რაოდენობა შეიზღუდა და 1-ზე მეტის შეძენის უფლება აღარ მიეცა.
მემკვიდრეობის, კონცეპტისა და იმ იდეოლოგიის გარდა, რაც ამ მოდელს საინტერესოს ხდის საზოგადოებისთვის, არსებობს კიდევ ერთი ფაქტი – ეს კოლექცია არის ისტორიული გამოშვება და პირველი თანამშრომლობა Swatch Group-ის ქოლგის ქვეშ.
MoonSwatch-ის ვარიაციები
მოდელის კოსმოსურ საწყისებთან კავშირი მის სხვადასხვა ვარიაციაშიცაა ჩადებული. ის 11 ფერით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება კონკრეტულ პლანეტურ ობიექტს. მის დიზაინში შემავალი შტრიხებიც, ასოციაციურად, ამა თუ იმ პლანეტასთან არის დაკავშირებული. თითოეულ ვერსიას ეწოდება „მისია” და დაახლოებით ასე ჟღერს: „მისია მარსზე”, „მისია მთვარეზე” და ა.შ., პლანეტების მიხედვით. საერთო ჯამში, კოლექცია ქმნის პლანეტების ფერად სისტემას, სადაც ყოველ მათგანს ინდივიდუალური დიზაინი და კონცეფცია აქვს.
ამ საათთან ერთად, თქვენ თავს არა მხოლოდ ძვირფასი აქსესუარის მფლობელად, არამედ იმ კულტურისა და ისტორიის ნაწილადაც იგრძნობთ, რომელიც მას დაჰყვება. ეს იქნება ნივთი, რომელზეც მხოლოდ იმას კი არ იტყვით, რომ ლამაზია, არამედ შეგიძლიათ, მისი ისტორიაც მოჰყვეთ – მთვარეზე ფეხის დადგმიდან თქვენს მაჯაზე მოხვედრამდე.
[R]