19
Jun
2012

სად გადის მორალის ზღვარი მარკეტინგში თუ მიზანი ამართლებს საშუალებას?

19 Jun 2012



არსებობს თუ არა მორალის ზღვარი, რომელიც ყველა მარკეტერმა უნდა დაიცვას სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობისას თუ მიზანი ამართლებს საშუალებას და სწორედ ის ბრენდები, რომლებიც რისკავენ და არღვევენ დაუწერელ კანონებს აღწევენ წარმატებას?

არსებობენ ბრენდები, რომლებიც ყოველთვის პროვოკაციულ და საინტერესო სარეკლამო კამპანიებს გვთავაზობენ,…თუმცა არ არღვენ მორალის “ოქროს” საზღვრებს და მომხმარებლის გაღიზიანების მაგივრად, მათში სასიამოვნო ემოციებს იწვენენ. ამის ნათელი მაგალითია ბრენდი დიზელი, რომლის სარეკლამო კამპანიები ყოველთვის პროვოკაციული და საინტერესოა. . . თუმცა ამ პოსტში დიზელზე საუბარს არ ვაპირებ და მინდა წარმოგიდგინოთ ერთი, არც ისე ახალი სარეკლამო კამპანია, რომელსაც ინტერნეტში გადავეყარე. ესპანური ღვინის მწარმოებელი კომპანია “VINA MONTY” სარეკლამო სლოგანით “ Great with all kinds of meat and roast” .
ვიზულის დანახვისას გამეღიმა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, არის თუ არა ეს კრეატიული გადაწყვეტილება თუ უბრალოდ ოქროს ზღვარის გადასვლა და წარუმატებელი ქეისი?

 

დავინტერესდი ამ თემით და დავიწყე ბლოგებზე ინფორმაციის კითხვა, მაინეტრესებდა რას ფიქრობდა ამაზე მომხმარებელი . . .…

ის, რომ საქართველოში მსგავსი სარეკლამო კამპანია უდაოთ წარუმატებელი ქეისი იქნებოდა, რადგან ქართველი მომხმარებელი მსგავსი სტილისტიკის სარეკლამო კამპანიებისთვის მზად არ არის ალბათ დამეთანხმებით, თუმცა ჩემდა გასაკვირად უცხოელ მომხმარებელშიც უკმაყოფილება აღმოვაჩინე, რადგან მათი დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ბრენდის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედება მათი პროდუქტის ასოცირება ცხენის ხორცის მოხმარებასთან.

მსგავსი შეფასებებების წაკითხვამ გამაღიმა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რამდენად კარგად უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მომხმარებელს და იმ ლოკალურ ბაზარს, ვისთვისაც სარეკლამო პროდუქტს ვქმნით. …

იყო თუ არა ეს კრეატიული გადაწყვეტილება თუ წარუმატებელი ქეისი ამის განსჯა თქვენთის მომინდია, ხოლო შეჯამება დროისთვის, რომელმაც ბრენდის ისტორია უნდა შექმნას.

თქვენ კი გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება რამდენად უნდა დავიცვათ საქართველოში მომუშავე მარკეტერებმა დაუწერელი მორალის “ოქროს” კანონები თუ მიზანი ამართლებს საშუალებას?

 

ავტორი : თეიკო ლომინაძე



განხილვა

1 Response

  1. ილია says:

    http://www.youtube.com/watch?v=YlHDNyQOU_4&feature=player_embedded ფონად დაადეთ და სიამოვნებით წაიკითხეთ 🙂

    ყველაზე მეტად კოკა–კოლის რეკლამები მიყვარს,ყოველთვის ნოვაციურია.

    ნოეც მომეწონა,მაგარი სურათია 🙂

    რავიცი მგონი ღირს ნოე გარისკვად.

Leave a Reply

Your email address will not be published.