12
Dec
2018

More Beauty: “ესაა ბედნიერება, რომელიც ყველას სჭირდება”

12 Dec 2018

„მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ ამ იდეით, კომპანიამ More Beauty, ევროპის ყველაზე სანდო ბრენდების პროდუქცია ერთ სივრცეში მოაქცია. როგორც თავად აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს Morebeauty.ge სახლიდან გაუსვლელად ათიათასობით მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა სთავაზობს. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მაღალი, ევროპული ხარისხის პროდუქტისა და სერვისის  სტანდარტების დანერგვა.

კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილი შვეიცარიული და ფრანგული ბრენდები HQ Cosmetics, BERANGE Make Up & Nail Art, BARB Expert From Franck Provost, Saint Algue,  Elite Models  Accessories, Franck Provost აერთიანებს სახის მოვლის საშუალებებსა და აპარატებს, თმის პროფესიონალურ აქსესუარებსა და შამპუნებს, ელექტროსავარცხლებს, მამაკაცის თმის, წვერის მოვლის, მანიკიურ-პედიკიურის კომპლექტებს.

More Beauty ორიენტირებულია მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნილებაზე – იყვნენ ბუნებრივად ლამაზები, ჰქონდეთ ჯანმრთელი სახის კანი და ჯანსაღი თმა, ოპერაციული ჩარევებისა თუ სხვა გავრცელებული მოკლევადიანი მანიპულაციების გარეშე.

წარმოდგენილი ევროპული პროდუქტი გათვლილია ყველაზე თინეიჯერებიდან დაწყებული, ასაკოვანი ადამიანებით დამთავრებული. ბრენდი მომხმარებელს პირად უფასო კონსულტაციას უწევს და მისი კანისთვის შესაფერის პროდუქტს ურჩევს. კლიენტებს შოურუმში (წერეთლის #116, ბიზნესცენტრი „დიდუბე პლაზა“, 404 შოურუმი) საშუალება აქვთ, გაეცნონ პროდუქციას, გასინჯონ და თავად დარწმუნდნენ მის სანდოობასა და უმაღლეს ხარისხში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ყველა პროდუქტს აქვს საერთაშორისო გარანტია, ხოლო მთელ მსოფლიოში ფიქსირებული ფასები, ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით, საქართველოში კიდევ უფრო დაბალია. ასევე, მოქმედებს 0%-იანი განვადება.

[R]

განხილვა