7
Jun
2019

MORE BEAUTY 1 წლისაა

7 Jun 2019

კომპანია More Beauty, რომელიც ქართველ მომხმარებლებს შვეიცარიული და ფრანგული ბრენდების თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს, 1 წლის გახდა. დაბადების დღე ახალ შოურუმში, Expo Georgia-ს მე-9 პავილიონში, ცნობად სახეებთან და ერთგულ მომხმარებელთან ერთად აღნიშნა. კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ვაზაგაშვილმა ბრენდის შექმნის პროცესზე, ახალ პროდუქტებზე, სამომავლო გეგმებზე, განვლილ წელსა და იუბილეზე ისაუბრა:

მარიამ ვაზაგაშვილი: ჩვენ, More Beauty-ში, ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ შესანიშნავად გაერთნენ და ძალიან ისიამოვნეს სადღესასწაულო გარემოთი. დაბადების დღე ახალი შოურუმის გახსნას დაემთხვა, რაც ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის (Expo Georgia, მე-9 პავილიონი).

როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა?

პროდუქცია, რომელსაც More Beauty სთავაზობს მომხმარებელს, ჩვენთვის ნაცნობი იყო და ბევრ მათგანს წლების მანძილზე ვიყენებდით ოჯახსა და ახლობლების წრეში. ყველა აღნიშნავდა, რომ ისინი ძალიან ეფექტური  და იოლი გამოსაყენებელია. რაც მთავარია, პროდუქტთა უმეტესობა იძლევა მყისიერ შედეგს და ამავე დროს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ეს ჯადოსნური პროდუქცია ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. სილამაზე, სხვა დადებით ემოციებთან ერთად, აღფრთოვანებასთან და კომპლიმენტებთან ასოცირდება, ჩვენი დევიზიც სწორედ აქედან წამოვიდა – „მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“.

დასაწყისში წარმოიდგენდით, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?

როგორც აღვნიშნე, პროდუქციას ვენდობოდით, თუმცა, ბიზნესი მარტო პროდუქციაა არაა. მასთან ერთად, აუცილებელია გამართული სერვისი, მომხმარებლებთან სწორი და სუფთა კომუნიკაცია. გულით გვინდოდა, რომ ადამიანებს ბედნიერება მიეღოთ ჩვენგან, მათ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი გამართლებული ყოფილიყო. ეს ისეთი იდეაა, რომელიც 21-ე საუკუნეში ბიზნესს ხელოვნებად აქცევს. საქართველოში მომხმარებელი ძალიან აზრიანია და სწორი დასკვნების გაკეთება შეუძლია. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩვენი წარმატება და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით.

ბრენდმა მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა, დღეს უკვე უამრავი ერთგული მომხმარებელი გყავთ, ეს როგორ მოახერხეთ ? 

ეს ბედნიერების მიწოდების უსაზღვრო სურვილია. ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად შრომობს. ზოგჯერ, სასურველი შედეგის მისაღებად წარმოუდგენლად დიდი დრო და რესურსი იხარჯება. მომხმარებლების დადებითი დამოკიდებულება ჩვენთვის უდიდესი სტიმულია. სწორედ მათმა სიყვარულმა გვიბიძგა, შეგვექმნა ახალი პროდუქტი – “JOY”. მისი თითოეული დეტალის შემუშავებაში უდიდესი ენერგია ჩაიდო. გვინდა, რომ ამ ფორმით ის კეთილგანწყობა და დადებითი ემოციები მათ ორმაგად დავუბრუნოთ – “JOY”  from More Beauty, ანუ „სიხარული“ ჩვენი კომპანიისგან.

როგორ შეაფასებთ განვლილ წელს?

ძალიან ემოციური და საინტერესო იყო განვლილი პერიოდი. რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილება მივიღეთ. ძალიან გვეამაყება, რომ ეს გზა ერთად გამოვიარეთ და დაარსების დღიდან, როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების კეთილდღეობაზეც ვზრუნავთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის არცერთ წევრს არ დაუტოვებია სამსახური.

რაც შეეხება More Beauty-ს სამომავლო გეგმებს . . . 

სამომავლო გეგმაა, რომ ჩვენს ყველა მომხმარებელს სამუდამოდ გადავუჭრათ კანთან დაკავშირებული პრობლემები, ეს იქნება თინეიჯერული თუ სხვა ნებისმიერი ასაკის. ამის გარანტიას გვაძლევს სამხრეთ კორეული #1 ბრენდი Dr. Deep Mineral House-ისგან. ასევე, ძალიან მალე „ჩაეშვება“ 3-6 პროდუქტისგან შემდგარი ახალი ჯადოსნური სერვისი “JOY”. გვინდა, ყველაფერი იდეალურად იყოს. მალე გვექნება იტალიური გიგანტი ბრენდის Oyster cosmetic-ის პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებების ხაზი – Pura cosmetica. More Beauty-ს სამომავლო გეგმების ნაწილს, ჩვენი ერთგული მომხმარებლები ეტაპობრივად შეიტყობენ.

ავტორი – ნანიკო დავითაშვილი

პარტნიორის კონტენტი

განხილვა