in

„საჩუქარი განსაკუთრებულია მაშინ, როდესაც არ იცი, შიგნით რა დევს“ – More Beauty-ს ახალი სერვისი

More Beauty 1 წელზე მეტია, რაც მომხმარებლებს ევროპული ბრენდების პროდუქციას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს. როგორც თავად ამბობენ, ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ძალიან მოკლე დროში ბევრისთვის საოცნებო სივრცედ იქცა, ახალ სერვისს ამატებს.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=390103168264591″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

„ოდესმე თუ გიოცნებიათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიგეღოთ ის, რაც გსურდათ? ან თუ გეგულებათ ვინმე, ვინც ზუსტად იცის, რა სიურპრიზი აღგაფრთოვანებთ? გაიცანით ჯოი! More Beauty-ს ახალი სერვისის სუპერგმირი, რომლის მთავარი მიზანი ბედნიერების გაზიარებაა. მან იცის, რა სურთ ქალებს და თქვენი კანის ტიპისა და გემოვნების მიხედვით, მზადაა ყოველ თვე ექსკლუზიური, ხარისხიანი ბრენდები, კანის, თმის, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებები, სრული ზომებისგან შემდგარი ნაკრები და სხვადასხვა სასაჩუქრე ვაუჩერი გამოგიგზავნოთ“.

კომპანიაში ამბობენ, რომ საჩუქარი განსაკუთრებულია მაშინ, როდესაც არ იცი, შიგნით რა დევს – შეგრძნება, რომელიც შეფუთული სიურპრიზის გახსის დროს გეუფლება, „ჯოისთვის“ იმაზე ნაცნობია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანისთვის.

„შესაბამისად, მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ, რომ თქვენთვის განკუთვნილი 4-6 უმაღლესი ხარისხის პროდუქტისგან შემდგარი ნაკრები ეფექტური და დასამახსოვრებელი იყოს. ლოდინის პროცესიც იმაზე სასიამოვნოა, ვიდრე მაშინ, როცა იცი, რა საჩუქარი გელის წინ. გამომწერები, გარდა ჯადოსნური სიურპრიზებისა, ყოველ თვე ავტომატურად გათამაშების მონაწილენი გახდებიან. ჯოი More beauty-ს ყველაზე გემოვნებიან, საჩუქრების მოყვარულ მომხმარებლებს უამრავ სიურპრიზსა და თავგადასავალს ჰპირდება. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა მუდმივად შენზე ზრუნავენ და გაოცებენ. კრეატიულობითა და უმაღლესი ხარისხის გემოვნებით ჯოი მოგცემთ ყველაზე ეფექტურ, სანდო პრუდუქციას, ანუ ყველაფერს, რაც თავს განსაკუთრებულად და შეუდარებლად გაგრძნობინებთ“.

[R]

#დარგეგანათლება – UGT-ის კამპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში

ლუდის რეკლამა ლუდის რეკლამას აღარ ჰგავს!