ვიდრე ფოტოების შენახვის კულტურაც ციფრულ სამყაროში გადმოინაცვლებდა, ამ დატვირთვით არაერთი საინტერესო ნივთი ფუნქციონირება… მათ შორის ერთ-ერთმა მე-20 საუკუნის დასაწყისში, სამოყვარულო ფოტოგრაფიის ადრეული დღეებიდან პოვა დიდი პოპულარობა. საუბარია ფოტო საფულეზე, რომელსაც კომპანიები დაბეჭდილი ფოტოების მომხმარებლებისთვის დასაბრუნებლად იყენებდნენ.
ახალი გამოცემა „More Than A Snapshot“ სწორედ ამ ნივთის კულტურული დატვირთვის აღნიშვნას ეხება — მასში ფოტო საფულის ვიზუალური ისტორიაა წარმოდგენილი. გარდა ამ მარტივი დატვირთვისა, როგორც ჩანს, აღნიშნული ნივთი საკმაოდ ბევრ რამეს გვიყვება ხალხური ფოტოგრაფიის ისტორიისა და მისი სამიზნე აუდიტორიის შესახებ. „ჩემთვის იმის მაჩვენებელია, როგორ ვითარდებოდა მე-20 საუკუნეში ხელოვნების ეს დარგი, როგორ ყალიბდებოდა ახალ-ახალი ტენდენციები და როგორ აბიჯებდა მსოფლიო პოპ-არტში“, — ამბობს წიგნის ავტორი, ანაბელ პოლენი.
წიგნში წარმოდგენილი დაახლოებით 100 საფულის შესწავლით, რომლებიც 1900-იანი წლების დასაწყისით და 90-იანი წლების მიწურულით თარიღდება, ირკვევა, რომ ქალები სხვებზე მეტად იყვნენ ამ სერვისით გატაცებულნი. ამასთანავე, მთელი რეტროსპექტივა იშლება — ვის რისი გადაღება უყვარდა, რა იზიდავდა, როგორი იყო მათი ხედვა და ა. შ.
პოლენი, ბრაიტონის უნივერსიტეტის ვიზუალური და მატერიალური კულტურის პროფესორი, განმარტავს, რომ საფულეები ჰყვებიან ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ იყიდებოდა პოპულარული ფოტო სერვისები. ამასთანავე, საფულეებზე დატანილი იყო ერთგვარი ინსტრუქცია, რომელიც მომხმარებლებს კამერის გამოყენების ტექნიკას ასწავლიდა. „მთლიანობაში, ფოტო საფულეები დიდი ბრიტანეთის სოციალურ და ფოტოგრაფიულ ნორმებს გვიჩვენებს“.