13
Jun
2019

Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის, რკინიგზა, კიდევ რამდენიმე სპეცრეისს ამატებს 

13 Jun 2019

ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas, 16 ივნისს, „ბლექ სი არენაზე“ 2019 წლის სეზონს გახსნის. საკონცერტო დარბაზსა და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებით, მატარებლის რეისები დაემატა, რომლებსაც სპეციალური გაჩერება „ბლექ სი არენას“ ბაქანზე აქვთ. თუმცა, კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე  ყველა ბილეთი გაიყიდა.

„აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად,  თბილისიდან,  დამატებითი სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებიც „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც გაჩერდება“.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

15;16;17/06/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #852/851 ჯრტ
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena  ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
08:50 13:20 14 :15 18:25 19:20 23:59

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Tickets  და  Biletebi.ge-ს  მობილური აპლიკაციით.  ასევე  იყიდება ვებგვერდებზე  Railway.ge, tkt.ge, Biletebi.ge, matarebeli.ge,  სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

[R]

განხილვა