in

სამშობიარო ბლოკში მამაკაცი წევს და პარტნიორისგან ემოციურ მხარდაჭერას ითხოვს

ნორვეგიულმა წითელმა ჯვარმა გადაწყვიტა, ახალ კამპანიაში, იუმორის დახმარებით, მამაკაცებისთვის სისხლის დონაციისკენ მოეწოდებინა და ხაზი გაესვა იმ ფაქტისთვის, რომ ფეხმძიმობის პერიოდში სისხლის გადასხმა ქალებს ძალიან სჭირდებათ.

BOG

რეკლამა, რომელზეც სააგენტო Morgenstern-მა იმუშავა, იწყება ისე, თითქოს რომ სამშბიარო ბლოკში მამაკაცი გადის მშობიარობის აქტს. პარტნიორს მისი ხელი უჭირავს, ის კი ყვირის, იღრინება და წვენს ითხოვს. რეალურად, აღმოჩნდება, რომ ის სისხლს აბარებს და ფეხმძიმედ მისი პარტნიორია.

როგორც სააგენტოში ამბობენ, ნამუშევრის პირველადი მიზანია იმის ჩვენება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ემოციური მხარდაჭერა, გამამხნევებელი სიტყვები და ცივი პირსახოცი ძალიან ბევრს ნიშნავს და ღირებულია, ამასთან ერთად, მამაკაცებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუციის გაწევა შეუძლიათ – რასაც სისხლის დონაცია ჰქვია.

Huawei P40 Pro-ს ვიზუალებმა გაჟონა – 7 კამერა და 13x ოპტიკური ზუმი

როგორ უნდა მოეპყრონ მენეჯერები დეპრესიაში მყოფ თანამშრომლებს