in

საქართველოში MG-ის (Morris Garages) პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა

ბრიტანული ავტოინდუსტრიის ლეგენდა MG – საქართველოშია. „სტრადა ჯგუფი” MG-ის ოფიციალური დილერია და ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე დიდ წარმატებებს ისახავს მიზნად.

ინოვაციური ტექნოლოგიები, სტილი და ხელმისაწვდომობა სწორედ ის მთავარი ღირებულებებია, რასაც 100-წლიანი ისტორიის მქონე ბრიტანული წარმომავლობის MG (Morris Garages) აერთიანებს. ბრენდის წარმატება ეფუძნება მის შესაძლებლობას, მომხმარებელს შესთავაზოს პრემიუმხარისხის ტექნოლოგიები ყველაზე კონკურენტულ ფასად.

საქართველოში MG წარმოდგენილია სრული სამოდელო რიგით, რომელიც მოიცავს როგორც ქალაქის ეკონომიურ ავტომობილებს, ისე SUV-ებსა და ფუტურისტულ ელექტრომობილებს:

MG Cyberster – რევოლუციური ელექტროროდსტერი, რომელიც ბრენდის სპორტულ ფესვებს უსვამს ხაზს, MG ZS & MG HS – ბესტსელერი ჰიბრიდული და ელექტროქროსოვერები, MG4 EV – მრავალგზის აღიარებული ელექტრო ჰეტჩბეკი, რომელმაც ევროპაში „წლის ავტომობილის” მრავალი ტიტული მოიპოვა, MG3 – დინამიკური და კომპაქტური მოდელი, იდეალური ქალაქში გადასაადგილებლად, MG S5 – ახალი თაობის ელექტრო SUV, რომელიც ინოვაციური ელემენტებითა და ეფექტურობით გამოირჩევა.

„საქართველოს ბაზარზე ვთვლით, რომ MG ტიტულოვანი და პოპულარული მოდელებით აუცილებლად მოწინავე ადგილს დაიკავებს გაყიდვებში, რადგან ბრენდი დახვეწილი დიზაინის, უსაფრთხოების ინოვაციური სისტემებით აღჭურვილ ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტების მოდელებს ბიუჯეტურ ფასად გვთავაზობს”, – აცხადებენ კომპანიაში.

MG-ის შოურუმი საქართველოში უკვე მზად არის უმასპინძლოს სტუმრებს და შესთავაზოს ახალი ჰიბრიდული და ელექტრომოდელების ტესტდრაივი. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თრეიდინის, განვადების ან ავტოლიზინგის სერვისებით.

MG Motor Georgia

FB / Intsagram: mgmotorgeorgia

ტელ: 2 55 66 77

[R]

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

ამ საახალწლოდ „ძაანაც ნუ დაიხარჯები“ – დაზოგე ლიბერთის ქეშბექით