in

საშობაოდ სამზარეულოს ხელთათმანებიც მღერიან — მარტივი და სახალისო რეკლამა

ეს აპრობირებული ფორმულაა: საშობაო რეკლამებში ვხედავთ, როგორ ემზადებიან ადამიანები ოჯახური სადილისთვის. ეტაპობრივად ყველა იკრიბება მაგიდის გარშემო და არაჩვეულებრივ დროს ატარებენ. კარგად ნაცადი კია, მაგრამ უკვე გაიცვითა, ბევრმა ბრენდმა გამოიყენა მსგავსი სიუჟეტი… ამიტომაც, მარკეტერებს რაღაც ორიგინალური ხრიკი სჭირდებათ განსხვავებული ეფექტის მისაღებად.

BOG

ასე მოიქცა ინგლისში დაფუძნებული ონლაინ მაღაზია Morrisons, რომლის საახალწლო ვიდეორგოლზეც ლეო ბარნეტის კრეატიულმა სააგენტომ იმუშავა. კონცეფცია მარტივია, მაგრამ ეფექტური: ღუმელის ხელთათმანები მარიონეტებად იქცევიან და Starship-ის 1987 წლის საკულტო Nothing’s Gonna Stop Us Now-ს მღერიან.

Instagram-ზე Reels-ის ჩამოტვირთვას უკვე ყველა მომხმარებელი შეძლებს!

Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები თიბისიში გადიან გადამზადებას