“ბინები სიყვარულით და არა გარიგებით”-ამ სოლოგანით სარეკლამო სააგენტო Media Storm-მა ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის “მორტონის” სარეკლამო კამპანია წამოიწყო.
რეკლამის პირველი სერია თებერვალში გამოვიდა. რამოდენიმე კვირის წინ ახალი სერიაც გამოჩნდა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანი ბინაზე ქორწინდება. ვიდეოში ბინის ძიების პროცესი ცოლის ძიების პროცესად არის წარმოდგენილი.