საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით.
პროექტის მიზანია, დეველოპერულ სექტორში, COVID-19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
რას ნიშნავს იპოთეკური სესხის სუბსიდირება?
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო აკეთებს იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 5 წლის ვადით. მაგალითად, თუ ლარში იპოთეკური სესხის წლიური პროცენტი არის 10.5%, სახელმწიფო დააფინანსებს 4%-ს, ხოლო მომხმარებელს ექნება საშუალება სესხი აიღოს 6,5%-ად. იპოთეკური სესხი აუცილებლად უნდა გაიცეს ლარში. თითოეული მოქალაქისთვის სესხის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 200 000 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ თანამსესხებლის არსებობის შემთხვევაშიც კი, უძრავი ქონების ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს 200 000 ლარს.
როგორი ტიპის ქონების იპოთეკაზე ვრცელდება პროგრამა?
პროგრამით სარგებლობისთვის, სესხის მიზნობრიობა უნდა იყოს საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა. ბინა აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის საკუთრებაში. რაც შეეხება მშენებლობის მდგომარეობას, ბინა შესაძლოა იყოს როგორც ახალაშენებულ, ისე მშენებარე კორპუსში. მშენებარე ბინის შეძენისას აუცილებელია დეველოპერული კომპანიის მხრიდან გაკეთებული იყოს ე.წ. განშლა და ბინას მინიჭებული ჰქონდეს უნიკალური და ინდივიდუალური საკადასტრო კოდი.
ვის შეუძლია ისარგებლოს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ?
იპოთეკური სესხის სუბსიდირებით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არის სრულწლოვანი და სესხის ვადის დასრულების დროს, ჯერ კიდევ არ იქნება საპენსიო ასაკის მქონე.
როგორ მტკიცდება იპოთეკური სესხი ამ პროგრამის ფარგლებში?
იპოთეკური სესხის დამტკიცების წესები და პირობები რჩება უცვლელი, პროგრამის ფარგლებში იცვლება მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან გადასახდელი პროცენტის მოცულობა.
სად შეიძლება ვნახოთ, მაქვს თუ არა იპოთეკური სესხის შეთავაზება?
Area.ge -ზე, პირადი ნომრით, რეგისტრაციის ან „საქართველოს ბანკის“ მონაცემებით ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, „ჩემი არეას“ სივრცეში, ნახოს ინდივიდუალურად მისთვის განსაზღვრული იპოთეკური სესხის შეთავაზება.
გარდა ამისა, პლატფორმაზე შესაძლებელია დამატებითი შემოსავლების შეყვანა, სესხის სასურველი ვადისა თუ პირობების მითითება, ყველაზე ზუსტი ონლაინ კალკულატორით იპოთეკური სესხის გადათვლა და მოთხოვნის გაგზავნა ბანკში მისვლის გარეშე. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და დაასრულებს იპოთეკური სესხის აღების პროცედურას.
სად შეიძლება ვნახოთ ის უძრავი ქონება, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის პირობებს?
Area.ge -ზე შესაძლებელია ნახოთ დეველოპერული კომპანიების კონკრეტული შეთავაზებები – იმ ბინების განცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა პირობას, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსებით ბინის შესაძენად. შეგახსენებთ, რომ Area.ge აერთიანებს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა დეველოპერულ კომპანიას.
[პარტნიორის კონტენტი]