in

„მოზაიკსი” – მომხმარებლის რჩეული ბრენდი ინტერიერის გემოვნებით მოწყობისთვის

ინტერიერის მოწყობისას გემოვნებასთან ერთად ემოციაც დიდ როლს თამაშობს. ყველას გვაქვს სურვილი, სივრცე, სადაც უმეტეს დროს ვატარებთ, იქნება ეს სახლი თუ ოფისი, იყოს ისეთი შტრიხებით – ფერებით, დეტალებით დატვირთული, რომლებიც ჩვენს შინაგან გამოძახილს შეესაბამება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსაც ხშირად ინტერიერის მიხედვით ვირჩევთ. ამიტომ ყველა ერთხმად ვჯერდებით იმაზე, რომ ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებულ ადგილი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როდესაც სარემონტო-მოსაპირკეთებელი პროდუქციის შერჩევას ვიწყებთ, ორიენტირს  რამდენიმე მთავარ დეტალზე ვასწორებთ ესენია: ვიზუალი, ხარისხი, ფასი და მრავალფეროვანი არჩევანი. პრემიუმ ტიპის სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი „მოზაიკსი“ ყველა ამ დეტალს თავის თავში აქცევს და მომხმარებელს სთავაზობს ფერად, თანამედროვე, მაღალი სტანდარტის მქონე, ექსკლუზიურ, ევროპულ ბრენდებს.

როგორც ბრენდის მარკეტინგის მენეჯერი, ეკატერინე თუშური გვიყვება, კომპანია ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, თუმცა ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი უკვე მოაგროვა და თავის პორტფოლიოში 1500-ზე მეტი პროექტიც შეიტანა. ერთ-ერთი მთავარი, რაც ბრენდს გამოარჩევს, მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომაა. „მოზაიკსი“ არის სივრცე, სადაც ყველა მომხმარებელს პირადი გაყიდვების მენეჯერი ემსახურება.

იმისთვის, რომ „მოზაიკსი“ უკეთ გაგვეცნო, ეკატერინე თუშურს რამდენიმე სხვა კითხვითაც მივმართეთ:

M: ეკატერინე, რა არის თქვენი, როგორც ბრენდის მისია?

„მოზაიკსის“, როგორც ბრენდის მისიაა, ხელი შეუწყოს სიახლეების დანერგვას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ განახლებული კოლექციები, ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიო ტრენდები, რადგან ვთვლით, რომ სახლი არის სივრცე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია დიზაინერული შტრიხები ჰარმონიულ კლიმატს ქმნიდეს. ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაა, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თანამედროვე, განსხვავებული კონცეფციისა და ინოვატორი კომპანიის სტატუსი.

M: როგორ არჩევთ იმ ბრენდებს, რომელთა შეძენაც თქვენს შოურუმშია შესაძლებელი?

ჩვენს შოურუმში შესაძლებელია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქტის შეძენა. ესენია: ABK Group, 41ZERO42, Emilgroup, Daniel,Globo, Irsap და სხვები. ეს ბრენდები, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ გვაქვს არჩეული. კოლექციები, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ, თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესებითაა დამზადებული, რაც შესაბამის, უმაღლეს სტანდარტს გულისხმობს. ასევე, თითოეულ მათგანს თავის კატეგორიაში ინდივიდუალიზმი გამოარჩევს. უმეტესი მათგანი ევროპის წამყვანი დიზაინერების მიერ არის შექმნილი.

M: რამდენად ხშირად ახლდება კოლექციები შოურუმში და როგორი გემოვნების მომხმარებელზეა ისინი გათვლილი?

კოლექციები იმის მიხედვით ახლდება, თუ როდის და რა სიხშირით აახლებს მათ თავად მომწოდებელი ბრენდი, ასევე რა ტენდენციაა მიმდინარე და მომდევნო წელს მსოფლიოში. გარდა ამისა, პერიოდულად ემატება ახალი ბრენდები და კატეგორიები, რომლებიც ჩვენს კოლექციებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. რაც შეეხება მომხმარებელთა გემოვნებას, „მოზაიკსს“ შეუძლია, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელი, იქნება ეს თანამედროვე, მინიმალისტური, ავანგარდული, კლასიკური თუ ვინტაჟური სტილი.

M: შოურუმში გამოყოფილი გაქვთ სივრცე დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის. რა დატვირთვა აქვს მას?

ეს არის ერთგვარი ლაუნჯსივრცე, გამოყოფილი ჩვენს შოურუმში, სადაც არქიტექტორებსა და დიზაინერებს შეუძლიათ, იმუშაონ თავიანთ პროექტზე, ან შეხვდნენ ერთმანეთს და გაიარონ საქმიანი დეტალები. ერთი სიტყვით, ეს არის თემატური კომფორტზონა, რომელსაც მოზაიკსი სთავაზობს ისეთ ადამიანებს, რომელთა პროფესიაც დაკავშირებულია ჩვენს კონცეფციასთან.

M: რას გულისხმობს მომხმარებლებისადმი თქვენი ინდივიდუალური მიდგომა და როგორია მათი უკუკავშირი ამ ორი წლის განმავლობაში?

Mosaics-ში პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი გვაქვს, რაც თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მუშაობას ნიშნავს. ჩვენს მომხმარებელთა რიგებში ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც დიზაინერებთან ერთად მოდიან პროდუქტის შესარჩევად და ისეთებიც, რომლებიც დამოუკიდებლად არჩევენ მასალებს. ორივე შემთხვევაში ჩვენი პერსონალური გაყიდვების მენეჯერები სრულ მომსახურებას უწევენ მათ, იქნება ეს კონსულტაციის ნაწილი თუ ტექნიკური და სარეკომენდაციო ნაწილი.

M: ძირითადად როგორი ტიპის მასალაზეა მოთხოვნა მომხმარებლისგან?

ჩვენი დაკვირვებით, დღეს მომხმარებელი მეტად აქცენტირებულია ფერად დეტალებზე. მაგალითისთვის, დიდი მოთხოვნით სარგებლობს Irsap-ის დიზაინერული ფერადი რადიატორები, დიდი ფორმატის კერამიკული ფილების საოცარი კოლექციები, როგორც ბუნებრივი ქვის ფაქტურები, ისე დეკორატიული Art walls და ბოლოს სანიტარული კერამიკა, რომელიც წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფერთა გამითა და დიზაინერული შტრიხებით.

M: და ბოლოს, საქართველოში სარემონტო და ინტერიერის მოსაწყობ მასალებს სხვადასხვა კომპანია გვთავაზობს, თქვენი აზრით, რატომ უნდა შეაჩეროს მომხმარებელმა არჩევანი მოზაიკსზე?

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ, თუ გეგმავთ თქვენი ინტერიერის განახლებას, „მოზაიკსი“ ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა შემოიაროთ, რადგან აქ დაგხვდებათ განსხვავებული, მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია. ზემოთ ფერები ვახსენეთ და ამითვე გავაგრძელებ.

ჩვენი შოურუმი ყველა კატეგორიაში გამოირჩევა  განსაკუთრებული სიფერადით. მეტწილად, ბაზარზე არსებული კომპანიები მომხმარებელს ერთი და იმავე ტიპის, მუდმივად აქტუალურ პროდუქციას სთავაზობენ, ჩვენ კი გადავწყვიტეთ უფრო თამამები ვიყოთ – განსხვავებული, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქციით. ასევე გამოვყოფდი პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალ სტანდარტს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ ამას ცალკე აღარ ჩავშლი.

ბოლოს კი აუცილებლად ვახსენებ ფასს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბრენდები საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი – ფასები ნამდვილად სრულ შესაბამისობაშია პროდუქციის ხარისხთან. ჩვენთან უპირველესი არის მომხმარებელი და ამას ისინი თავადაც გრძნობენ. ეს ყველაფერი ერთად კი „მოზაიკსს” გამორჩეულ ბრენდად აქცევს.

[R]

მეორე მსოფლიო ომისშემდგომი იდეა, რომელმაც G-Wagon-ის ეპოქას დაუდო სათავე

ვიდეორგოლი, რომელშიც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სახეს ვხედავთ