ჩვენს ცხოვრებაში ინტერიერის დიზაინს უდიდესი ადგილი უჭირავს. დარგიც სწორედ იმიტომ განვითარდა, რომ შენობა თუ ოთახი სრულყოფილებისთვის მხოლოდ ფუნქციურ დანიშნულებას კი არ უნდა ითავსებდეს, არამედ ვიზუალურ ნაწილსაც დახვეწილად ავსებდეს. აქედან გამომდინარე, უკვე ყველა ვზრუნავთ სივრცის შესაბამისად მოწყობაზე — ზოგიერთი ამას პროფესიონალის დახმარებით აკეთებს, ზოგი კი დამოუკიდებლად ცდილობს ინტერიერის დიზაინის სამყაროში შებიჯებას.
სწორედ მათთვის, ვინც საკუთარი ძალებით ცდილობს ინტერიერის განახლებას, ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი „მოზაიკსი“ იწყებს ვიდეორგოლების სერიას, რომელიც მომხმარებლებს ბრენდების, თანამედროვე ტენდენციების, რეკომენდაციებისა და პატარა ხრიკების შესახებ მოუყვება.
აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით, უფრო მეტ დეტალს „მოზაიკსის“ მარკეტინგის მენეჯერი, ეკატერინე თუშური გვიზიარებს.
M: ეკატერინე, პირველ რიგში ვისაუბროთ, რას მოიცავს ვიდეორგოლების სერია კონკრეტულად და საერთოდ საიდან გაჩნდა კამპანიის იდეა?
მთელი წლის განმავლობაში 12 ვიდეორგოლს გამოვაქვეყნებთ „მოზაიკსის“ სოციალურ არხებზე. მათი მეშვეობით, ინტერიერის დიზაინერი ცისია ბებურიშვილი გაგვაცნობს ევროპულ ბრენდებს; მოგვცემს რჩევებს, როგორ შევქმნათ მიმზიდველი და უსაფრთხო ინტერიერი, როგორ გავხადოთ სივრცე გამორჩეული, როგორ შევახამოთ ფერთა კომბინაციები სწორად; ისაუბრებს ფართოდ გავრცელებული მითების შესახებაც, რადგან ამ სფეროში მრავლად გვხვდება მცდარი წარმოდგენები.
გვაქვს ამბიცია, რომ ქართულ ბაზარზე ვართ გამორჩეული ბრენდი ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების მიმართულებით. ამიტომაც გაჩნდა იდეა და სურვილი, გამოცდილების საფუძველზე მივცეთ რეკომენდაციები იმ მომხმარებელს, რომელიც თვითონ, საკუთარი ძალებით ცდილობს ინტერიერის განახლებას. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ინოვატორები და მომხმარებლებისთვის ვიქცეთ ერთგვარ გიდად — უდიდეს ინდუსტრიაში.
M: როგორც ახსენეთ, ცისია ბებურიშვილი ვიდეორგოლებში თქვენს შოურუმში წარმოდგენილ ბრენდებზეც ისაუბრებს… ამიტომ საინტერესოა, რა პრინციპით არჩევთ ბრენდებს და რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?
„მოზაიკსში“ ორიენტირს ყოველთვის რამდენიმე მთავარ დეტალზე ვასწორებთ: ვიზუალი, ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და ფასი. ამიტომაცაა, რომ შოურუმში მსოფლიოში წამყვანი პროდუქტები გვაქვს წარმოდგენილი — ABK Group, 41ZERO42, Emilgroup, Daniel, Globo, Irsap, Italia Lounge და ა. შ. თითოეული მათგანი გამორჩეულია როგორც უმაღლესი სტანდარტებით, ისე ვიზუალითა და დამზადების ტექნიკით. ცხადია, თითოეულ მათგანს თავის კატეგორიაში ინდივიდუალიზმი გამოარჩევს. თანაც უმეტესი მათგანი ევროპის წამყვანი დიზაინერების მიერ არის შექმნილი.
ასე რომ, „მოზაიკსს“ შეუძლია, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელი, იქნება ეს თანამედროვე, მინიმალისტური, ავანგარდული, კლასიკური თუ ვინტაჟური სტილი.
M: როგორ ფიქრობთ, ადგილობრივ ბაზარზე რამდენად მივდევთ თანამედროვე ტენდენციებს და „მოზაიკსის“ ვიდეორგოლების სერია რა როლს შეიტანს ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდაში?
ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად შეინიშნება ტენდენცია, რომ მომხმარებელი არა მხოლოდ ფუნქციურად ზრუნავს სივრცის მოწესრიგებაზე, არამედ უდიდეს ყურადღებას უთმობს ინტერიერის დიზაინს. „მოზაიკსი“ ფეხდაფეხ მიყვება თანამედროვე ტენდენციებს და ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდები ზუსტად პასუხობს თანამედროვე მიმდინარეობებს
რაც შეეხება „მოზაიკსის“ ვიდეორგოლების სერიას, ის რეალურ რჩევებს მისცემს მომხმარებელს, რომელიც გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზეა დაფუძნებული. თანაც, ეს ყველაზე მოკლე გზაა, მივიტანოთ მომხმარებლამდე ინდუსტრიის მთავარი სიახლეები.
M: ერთია ვიდეორგოლების სერია, მაგრამ შოურუმში მოსულ მომხმარებლებს რა დახმარებას უწევთ უშუალოდ დიზაინის კუთხით?
Mosaics-ში პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი გვაქვს, რაც თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი დიზაინერთან ერთად მოდის თუ დამოუკიდებლად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პერსონალური გაყიდვების მენეჯერები სრულ მომსახურებას უწევენ მათ. ეხმარებიან როგორც კონსულტაციის, ისე ტექნიკურ და სარეკომენდაციო ნაწილში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლის განმავლობაში Mosaics 12 ვიდეოს განათავსებს სოციალურ არხებზე, რომელთა ხანგრძლივობაც 2-2.5 წუთი იქნება. ყოველთვიურად ინტერიერის დიზაინერი ცისია ბებურიშვილი მომხმარებელთა ინფორმირებაზე, სასარგებლო რჩევებისა და ხრიკების მიცემაზე იზრუნებს, რაც ინტერიერის დამოუკიდებლად მოწყობაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.
[R]