in

აქცია „მოზაიკსის” შოურუმში – Irsap-ის ფერადი რადიატორები თეთრის ფასად

ფერების სწორად შერჩევა ინტერიერის დიზაინის შექმნის დროს ყველაზე მნიშნელოვანი პროცესია. მას შეუძლია, შექმნას განწყობა, სიმყუდროვე, კონტრასტი – ერთი სიტყვით, მთავარი შტრიხია. შოურუმი Mosaics ცნობილია თავისი ფერადი, ბრენდული ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებით, თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გესაუბროთ ფერად რადიატორებზე, რომლებიც თქვენს სახლსა თუ ოფისს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს და ინტერიერის მნიშნელოვანი შტრიხი გახდება.

„გააფერადე შენი განწყობა“ – Mosaics-ის შოურუმში ამ სახელწოდებით მიმდინარეობს ფასდაკლების აქცია, რომელზეც საინტერსესო ვიდეო მომზადდა და შეგვიძლია, ერთად ვუყუროთ.

„გააფერადე შენი განწყობა”, „ფერადი რადიატორი თეთრის ფასად” – ეს ამ აქციის მთავარი მესიჯებია, რომელზეც ცოტა უფრო ვრცლად ეკატერინე თუშური, მოზაიკსის მარკეტინგის მენეჯერი მოგვიყვება:

ვინაიდან ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი რადიატორია, გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა აქცია, რომელიც გულისხმობს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდზე, Irsap-ის ფერად რადიატორებზე 20%-ამდე ფასდაკლებას. მესიჯიც: „ფერადი რადიატორი თეთრის ფასად” იმის აღმნიშვნელია, რომ ზოგადად, ფერადი რადიატორების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე თეთრის, ამიტომ ახლა მათ, ვისაც სურთ, რომ თავიანთი გემოვნებით შერჩეული ფერის, მაღალი ხარისხის რადიატორები შეიძინონ, კარგი შესაძლებლობა ეძლევათ.

M: როგორ შეუძლია მომხმარებელს ამ აქციით სარგებლობა და სასურველი ფერის რადიატორის შეძენა?

მომხმარებელს შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს შოურუმში, სადაც წარმოდგენილია ნიმუშები. შეარჩიოს სასურველი ზომის, ფერისა და ტექნიკური მახასიათებლების რადიატორი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Mosaics-ში პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი გვაქვს, რაც თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. შესაბამისად, ყველა რეკომენდაცია მაღალკვალიფიცირებული კადრების მიერ გაიცემა.

M: რამდენ ხანს გაგრძელდება აქცია?

აქცია ახლა დაიწყო და ჯერჯერობით გაგრძელდება, თუმცა, როგორც ყველა მსგავსი აქცია, ლიმიტირებული დროით ფუნქციონირებს, ამიტომ დაინტერესებულ მომხმარებლებს ვურჩევდი, რომ იჩქარონ.

M: რატომ Irsap-ის ბრენდი?

Irsap 100%-ით იტალიური ბრენდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მოქნილობით, დიზაინით, ფერების შეუზღუდავი არჩევანითა და გამძლეობით. ის აწარმოებს სხვადასხვა ფორმისა და ფერის, წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილ რადიატორებს, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

 

Irsap-ის შესახებ:

Irsap იტალიური კომპანიაა, რომელსაც უკვე ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1963 წლიდან იგი მრავალფეროვან, დიზაინერულ რადიატორებს ქმნის, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად არის განსხვავებული, არამედ სანდოობითაც გამოირჩევა. ცნობილია, რომ იგი მაღალი ხარისხის მასალებს იყენებს და პროფესიონალთა მიერ მოწმდება, რათა დიდხანს ემსახუროს მომხმარებელს.

გარდა ამისა, ბრენდი ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტის წარმოებასაც. Irsap-ის რადიატორები ენერგოეფექტურია და კომუნალურ ხარჯებსაც ამცირებს.

თუ გსურთ, რომ მთელი ეს კომფორტი და დახვეწილობა თქვენს სივრცეშიც გაჩნდეს, იჩქარეთ, ისარგებლეთ სააქციო ფასდაკლებით და შეხვდით ზამთარს მყუდროდ და თბილად.

მისამართი: აკ. ბელიაშვილის 68  შოურუმი Mosaics.

[R]

#შეგიძლია – ალტე უნივერსიტეტის ახალი კამპანია

გადახდების მარტივი და მრავალფუნქციური საერთაშორისო პლატფორმა