in

უხილავი ადამიანები? — დედამიწის მოსახლეობა არასწორად არის დათვლილი

ჩვენი ლურჯი პლანეტა იმაზე გადაჭედილი ყოფილა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. ახალი კვლევა გვეუბნება, რომ რურალური დასახლებები ნაკლებად არის შესწავლილი. მიზეზი ადამიანების დათვლის არსებული მეთოდია, რომელიც მსოფლიოს თითქოს ბადეში აქცევს, ოთხკუთხედ ზონებად ყოფს და თითოეულ კვადრატში არსებულ მოსახლეობას აღწერის მონაცემების საფუძველზე ითვლის. ფინელი მკვლევრები გვეუბნებიან, რომ ეს გამოთვლები უმეტესად ურბანულ დასახლებებში კეთდება, სოფლად არსებული მაჩვენებლები კი ყურადღების მიღმა რჩებათ. სწორედ ამიტომაა დედამიწის მოსახლეობა არასწორად დათვლილი.

M2
M2

არადა, რურალური რეგიონები მსოფლიო მოსახლეობის 43%-ს შეადგენს, ანუ სადღაც 8 მილიარდს უდრის, და თუ ახალი კვლევის გამოთვლები მართალია, აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ მილიარდობით უნდა გავზარდოთ…

ჩვენი კვლევა პირველია მათ შორის, რომელიც მტკიცებულებას წარადგენს, რომ გლობალური მოსახლეობის მონაცემებში რურალური დასახლებების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის გათვალისწინებული. გაოცებული ვიყავით, როცა ვნახეთ, რომ რეალურად რურალურ სივრცეებში მცხოვრები პირების რაოდენობა უფრო დიდი იყო, ვიდრე გლობალური მონაცემები გვეუბნებოდა…, — ამბობს ხოსე ლენგ-რიტერი, გარემოს დაცვის ინჟინერი.

მკვლევრებმა 1975-2010 წლების მონაცემები გაანალიზეს, 35 ქვეყანა მოიცვეს და პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფიციალური რაოდენობის მიხედვით გააკეთეს შედარებები. აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი განსხვავებებია მონაცემთა ბაზებს შორის, თუნდაც იმიტომ, რომ ნაკლებად არის ხელმისაწვდომი დეტალური მონაცემები სოფლად მცხოვრები ადამიანების შესახებ, იქნება ეს აღწერის, ჯანმრთელობისა თუ ინფრასტრუქტურის მონაცემები. 

მართალია, ამ ეტაპისთვის დარწმუნებით ზუსტ რაოდენობას ვერავინ ასახელებს, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ცდომილებებს სატელიტური სურათები გააუმჯობესებს… ასეა თუ ისე, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიომ ამ ადამიანების საჭიროებებს უპასუხოს, რურალურ საზოგადოებებს თანაბარი წვდომა მისცეს არსებულ სერვისებსა თუ სხვა რესურსებზე…

ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და საუკეთესო ინოვაციური ბიზნესპრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობა

გაემგზავრეთ კანის კინოფესტივალზე Mastercard-სა და თიბისი კონცეპტთან ერთად