in

5 გზა მოსაწყენ შეხვედრებთან გასამკლავებლად

თუ სამსახურებრივი გამოცდილების გაუმჯობესება დაისახეთ მიზნად, მაშინ შეხვედრებსაც უნდა გადახედოთ. დიახ, ხელახლა უნდა დაფიქრდეთ მის მიზანსა და სასურველ შედეგებზე. თავად გამოცდილებაზე უნდა ფოკუსირდეთ. არა, ორგანიზაციაზე, არამედ ადამიანების გონებასა და გულზე. თუმცა შეხვედრებს ხშირად საკმაოდ მოსაწყენად თვლიან, რადგან ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევენ, რომელიც არც არაფერში ეხმარება მათ. ეს პანდემიამდეც ასე იყო… და როგორ უნდა ჩაატაროთ ისეთი შეხვედრები, რომლებიც როგორც თქვენ, ისე დამსწრეებს სიამოვნებას მიანიჭებს? ამისთვის 5 გზას გაგაცნობთ:

აქციეთ შეხვედრები შემოქმედებით საუბრებად — მოსაწყენი შეხვედრების შეცვლა მისი საუბრად გარდაქმნით შეგიძლიათ: გააზიარეთ პირადი გრძნობები, ამბები და ფოკუსირდით კავშირის დამყარებაზე. ეს სტატუს-კვოს გამოწვევაშიც დაგეხმარებათ, ისეთი შეხვედრების შექმნაშიც, სადაც იდეებს აჟღერებენ და სტრატეგიებსაც ერთად ადგენენ. მიეცით ადამიანებს სივრცე, რათა საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

შეხვედრის დაწყებამდე ელ.ფოსტით გაგზავნეთ საუბრის პირველი კითხვა — დღის წესრიგი კი არ გაგზავნოთ, არამედ კითხვა, რადგან ეს შემოქმედებით აზროვნებას შეუწყობს ხელს. გაგზავნეთ კითხვა და დააკვირდით, როგორ გააერთიანებს ეს გუნდს…

მართეთ საკუთარი თავი და სხვები კითხვებით — სწორედ კითხვები უდევს საფუძვლად ჩვენი აზროვნების ტრანსფორმირების უნარსა და საუბრების ხარისხს. რა კითხვებს დაუსვამდით საკუთარ თავს, თქვენივე ვარაუდები რომ გამოწვევის წინაშე დაგეყენებინათ? იყავით ღია უკეთესი კითხვებისთვის. ამ გზით მართვა მომავალში თანამშრომლების სამუშაო გამოცდილებას გააუმჯობესებს.

გაათავისუფლეთ ეგოდან შეხვედრების მაგიდა — ეს ყველაფერი ოთახში ყველაზე ჭკვიან ადამიანად ყოფნას არ ეხება, არც იდეების დაცვას… უფრო მეტად ხიდის აგებას ჰგავს და არსებული წერტილების ერთმანეთთან დაკავშირებას. არ მისცეთ თქვენს ეგოს უფლება, მთლიანი სივრცე მოიცვას. შექმენით ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სივრცე და რუტინები ადამიანებისთვის, რათა მათ საკუთარი გამოცდილებებისა და ახალი ინსაითების გაზიარება მოახერხონ.

მიეცით საუკეთესო იდეას გამარჯვების უფლება — ეს სიმამაცესა და ძალას მოითხოვს, რასაც საუკეთესო კულტურები შესანიშნავად ახერხებს. პროცესში კი შემდგომი კითხვით უნდა იხელმძღვანელოთ და იგი სამუშაო კულტურის ცენტრში უნდა მოაქციოთ — როგორ გვინდა, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ?

გამოდის, უკვე იცით, რა არის საჭირო მოსაწყენი შეხვედრების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებებისთვის საუკეთესო დრო კი სწორედ ახლაა…

შესაძლოა, კოფეინი სწავლის უნარზე ზემოქმედებდეს — კვლევა

ახალი AI ინსტრუმენტი ვებგვერდების სქრინშოთს სამუშაო კოდად გარდაქმნის