in

2020 წლის მნიშნელოვანი მეცნიერული მოვლენები

veon
veon

მართალია, 2020 წლის მეცნიერების უმთავრეს თემას Covid-19 და პანდემიასთან ბრძოლა წარმოადგენდა, თუმცა მის მიღმა მრავალი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა.

მოკლედ შევაჯამოთ 2020 და გავიხსენოთ, რა გვაოცებდა წლის განმავლობაში.

10. ყველაზე გრძელი წყალქვეშა არსება

სიფონოფორები გამჭვირვალე და უფერული წყალქვეშა ნაწლავღრუიანი ცხოველია, რომელიც წყალქვეშა მკვლევარებმა ავსტრალიის სანაპიროსთან, წყალქვეშა კანიონში აღმოაჩინეს. მთავარი, რამაც მეცნიერეები გააოგნა, მისი სიგრძე იყო – 45 მეტრი.

9. მანეკენი Starman

SpaceX-ის მანეკენი, სახელად “Starman” წითელი ტესლა როუდსტერით ყველაზე ახლოს მივიდა მარსთან. ისინი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა მზის ორბიტაზე.

8. ვარდისფერი სუპერმთვარე

7 აპრილს მთვარე დედამიწასთან სხვა დღეებთან შედარებით ბევრად ახლოს იყო, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ჩვენი პლანეტიდან მთვარე განსაკუთრებით დიდი ჩანდა. ვარდისფერ სავსე მთვარედ ცნობილი მთვარე რეალურად ვარდისფერი არ ყოფილა. მისი სახელწოდება ველურ ყვავილთანაა დაკავშირებული – Phlox subulata, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გაზაფხულზე ყვავილობს.

7. სახალისო წყლის კუ

სახალისო ველური ბუნების ფოტომ წელს ნამდვილად არ გაგვიცრუა იმედი. ზღვის კუს იდეალურმა კადრმა, ალბათ, ყველა გააცინა, რაც ასეთი იშვიათი იყო 2020 წელს.

6. ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი ჩრდილოეთ პოლუსზე

მეცნიერებმა 2020 წელს ოზონის შრის ყველაზე დიდი ხვრელი აღმოაჩინეს , რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ჩრდილო პოლუსზე. საბედნიეროდ, ხვრელი თავისით დაიხურა.

5. ოუმუამუა შესაძლოა, უცხოპლანეტელთა ტექნოლოგია იყოს

ოუმუამუა უჩვეულო და მისტიკური ობიექტია, რომელიც ჩვენი მზის სისტემაში 2 წლის წინ გამოჩნდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ ის უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიას წარმოადგენდა, რადგან უეცრად ჩქარდებოდა ხოლმე, თითქოს რაღაც უბიძგებდა ამისკენ. მეცნიერთა ნაწილმა კი ეს მოსაზრება უარყო. აგვისტოში მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც ობიექტს მოძრაობაში წყალბადი ეხმარება. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს იმის “იმედი”, რომ ოუმუამუა მართლაც უცხოპლანეტელებს ეკუთვნით.

4. ადამიანის ახალი ორგანო

ონკოლოგიური პაციენტებისთვის გადაღებული ტომოგრაფიული გამოსახულებების შესწავლისას მეცნიერებმა ადამიანის ახალი ორგანო აღმოაჩინეს. მათ 100 ადამიანზე და 2 გვამზე ჩაატარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ აქამდე ჩვენთვის უცნობი სანეწრყვე ჯირვალიც გვქონია.

3. ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსები დედამიწაზე

რა თქმა უნდა, ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს მომაკვდინებელი ვირუსების არსებობა, თუმცა მათი რაოდენობა ბევრად მეტი ყოფილა, ვიდრე წრამოგვედგინა. ჩვენ კი განვაგრძობთ მათთან ბრძოლას სხვადასხვა საშუალებებით.

2. ყველაზე საშინელი ეპიდემიები და პანდემიები კაცობრიობის ისტორიაში

2020 წელს ადამიანების განსაკუთრებული ყურადღება კაცობრიობის ისტორიის, ეპიდემიურ და პანდემიურ ჭრილში, გადახვედამ მიიპყრო. ყველას დააინტერესა, რა შედეგები მოჰყვებოდა მსგავს სიტუაციებს და როგორ უმკლავდებოდნენ ადამიანები მომაკვდინებელ ვირუსებს.

1. Covid-19 და მასთან დაკავშირებული პანდემია

Covid-19-თან დაკავშირებით ყველაზე აქტუალურია ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ის ლაბორატორიაში შექმნილი, რადგან მისი გამოჩენისთანავე დაიწყო მითქმამოთქმა და მითების შეთხზვა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული. თუმცა SARS-CoV-2 გენომის ანალიზმა ცხადყო, რომ ვირუსი ბუნებრივად არსებობს.

გაიაქტიურე თიბისის მობაილბანკი სტუდენტური #შენიბარათით და მიიღე 3 თვიანი უფასო წვდომა „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე

2020 წლის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევები და მარცხები