10
May
2019

ყველაზე ყურებადი სერიალები Netflix-ზე

10 May 2019

ყოველწლიურად, Netflix 8მლრდ დოლარზე მეტს ხარჯავს ორიგინალი კონტენტის შესაქმნელად. ამის მიუხედავად, გასული წლის 20 საუკეთესო შოუ სხვა არხებიდან იყო ტრანსლირებული.

ანალიტიკური კომპანიამ Nielsen გამოაქვეყნა ტოპ ოცეული, ამერიკის მასშტაბით. წუთობრივი მაჩვენებლის მიხედვით რანჟირებული სიის სათავეში მოექცა The Office, 52.1 მლრდ წუთით. მას მოყვება სერიალი Friends – 32.6 მლრდ წუთი, “გრეის ანატომია” – 30.3 მლრდ წუთი, NCIS – 21.2 მლრდ წუთი, “კრიმინალური აზროვნება” – 19.7 მლრდ წუთი. Netflix-ის შოუ Orange Is the New Black მხოლოდ მე-7 ადგილზე მოხვდა, 18.8 მლრდ წუთით.

Nielsen-ის პროდუქტის მართვის ვიცე-პრეზიდენტი ნრაიან ფიურერი ამბობს, რომ სერიალის დაწყების შემდეგ, მაყურებელი მას ეჩვევა. ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ ყველაზე პოპულარული შოუების მნიშვნელოვანი ნაწილი 100-ზე მეტი ეპიზოდისგან შედგება. თუმცა, Netflix-ის შოუებში სერიები 100-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

როდესაც საქმე ეპიზოდის საშუალო შეფასებაზე მიდგა, Netflix-ს თავის კონტენტში უკეთესი მაჩვენებლები აღმოაჩნდა. ეს იმიტომ, რომ ეს სერიები უფრო აქტიურად რეკლამდება ვებგვერდზე. თუმცა, ამ რეკლამას არ აქვს მოქმედების ხანგრძლივი ვადა – ადამაინები სერიას უყურებენ, შემდეგ კი გადადიან სხვაზე.

Netflix-ის შეფასებისას, Nielsen-მა აღმოაჩინა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები უფრო მეტად არიან Netflix-ის ორიგინალი სერიების ყურებისკენ მიდრეკილი. თუკი 2-11 წლამდე ბავშვების მხოლოდ 22% უყურებს Netflix-ის ორიგინალ კონტენტს, ეს პროცენტი 33-მდე ადის 65 წელს გადაცილებული მაყურებლების შემთხვევაში. ნაწილობრივ, ამის გამომწვევი შეიძლება ისიც იყოს, რომ ახალგაზრდა მაყურებლებს ზოგიერთი შოუ შეცდომით ჰგონიათ Netflix-ის ორიგინალი კონტენტი.

Netflix Originals-ის პრემიერის დღეს მობილიზებული აუდიტორიის შესწავლისას Nielsen-მა შენიშნა, რომ მიუხედავად ორიგინალი შოუების აქტიური ყურებისა, ჯერ ვერცერთმა მიაღწია “უცნაური ამბების” მეორე სეზონის მაჩვენებელს (9 მლნ ნახვა ერთ დღეში).

Nielsen-ის გამოთვლით, ბიონსეს საკონცერტო ფილმს Homecoming ჰყავდა ყველაზე ფართო აფრიკულ-ამერიკული აუდიტორია – 55%.
საერთო ჯამში, ფიურერის თქმით, Netflix-ის რეიტინგი გასულ წელს, მთელი სატელევიზიო რეიტინგის 5.5%-ს შეადგენდა.

ვიდეოსტრიმინგის სერვისი SVOD (Streaming Video On Demand) აშშ-ში მოსახლეობის 69%-ს აქვს. აქედან Netflix-ის წილი 63%-ია. Amazon-ის – 44%, Hulu კი – 23%.

 

წყარო: Adweek

განხილვა