არქეტიპისა და პიროვნების ტიპის დასადგენ ტესტებს ჯერ კიდევ არაციფრულ სამყაროშიც ვიცნობდით. ახლა კი, დროის სვლასთან ერთად, ადამიანის მრავალი ახალი ასპექტის, მიმართულების განხილვა გახდა საჭირო — მაგალითად, New York Times Games-ის გუნდმა შექმნა ტესტი, რომელიც ინდივიდის თამაშის არქეტიპს ადგენს.
გუნდმა თავსატეხების მოყვარულების ფსიქიკა მრავალი კუთხით განიხილა — დაწყებული კროსვორდით, დასრულებული სუდოკუს მცოდნეებით. ტესტი მრავალმხრივ მონაცემებს ეფუძნება, რაც შესაბამის კითხვებზე გულწრფელად გაცემული პასუხების მიხედვით ზუსტ შედეგებს იძლევა. მიზანი არა მხოლოდ არქეტიპის განსაზღვრა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, არამედ იმის ანალიზიცაა, თუ რატომ განეკუთვნება ესა თუ ის ინდივიდი კონკრეტულ „ჩარჩოს“.
ტესტი 10 კითხვისგან შედგება, რომლის დროსაც ერთგვარი ავატარი თანდათან ყალიბდება. საბოლოო ჯამში, მონაწილეები ექვსი ძირითადი არქეტიპის მიხედვით ნაწილდებიან — საკუთარი მახასიათებლებისა და თავსატეხების პრეფერენციების მიხედვით. მაგალითად, Pick-Me-Up მოთამაშე ყოველთვის ნუგეშს და სიწყნარეს ეძებს გამოწვევებში; ხოლო „სოციალური პეპელა“ ისეთ თამაშებზეა ორიენტირებული, რომლებიც ურთიერთობების შანსს იძლევა.