ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა. იმისათვის, რომ ეს ემოციები დაუვიწყარ თავგადასავლად ექციათ, Bell-net OBSTETRICS-მა გამოუშვა წიგნი Mother Book, რომელიც ორსულობის თითოეულ კვირას აღწერს. ავტორებმა მას უწოდეს “პირველი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დედებთან ერთად იზრდება”. წიგნი 40 გვერდისგან შედგება, სადაც თითო გვერდი ორსულობის ერთ კვირას აღნიშნავს. ორიგინალურ ვიზუალთან ერთად, Mother Book-ის ყოველ გვერდზე ჩანაწერების გაკეთებაა შესაძლებელი, რაც ორსულობის ემოციებს უკავშირდება. პროექტზე Dentsu Tokyo-მ იმუშავა და მან, 2014 წელს, Cannes Lions-ის გრან პრი მოიპოვა, Health & Wellnessკატეგორიაში.