in

როკვარსკვლავი დედებისთვის! – ცნობილი ბრენდების რჩეული კამპანიები, დედის დღესთან დაკავშირებით

ის საყვარელი მომენტი, სახლში კარს რომ შეაღებ, დაიძახებ – „დეე…“ – და გულში უკვე თბილა… მართლაც, დედები ჩვენი ცხოვრების როკვარსკვლავები არიან, შეუძლიათ მთები გადადგან ჩვენ გამო, ყველაზე დიდი სიხარულის გამზიარებლებიც არიან და ჩვენი საყრდენებიც – რთულ მომენტში. შემთხვევითი არ არის, რომ ცნობილი ბრენდები კამპანიებში სწორედ მათ ამ ბუნებაზე ამახვილებენ ყურადღებას. დედის დღესთან დაკავშირებით, ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ცნობილ კამპანიებს და გვინდა, ეს ემოცია ჩვენთან ერთად გაიზიაროთ.

BOG

Rolling Stone – Rockin’ Mamas

უძილო ღამეები და თავბრუდამხვევი დღეები: დღევანდელ რეალობაში, ნამდვილი როკვარსკვლავები სცენაზე კი არა, საკუთარი სახლის კედლებში მართავენ შოუს. თანამედროვე დედები არიან ის ჭეშმარიტი როკვარსკვლავები, რომლებიც ყოველდღიურ გმირობას სჩადიან. დედებს მთელ მსოფლიოში მოუწიათ გამკლავებოდნენ შეუძლებელს – დისტანციური მუშაობა, ონლაინ სწავლება, ღამის კვებები და დაუსრულებელი ვიდეოზარები. ეს ყველაფერი ერთად მოითხოვდა, რომ მათი ხმა ბოლოსდაბოლოს გაგონილი ყოფილიყო.

ინოვაციური სარეკლამო კამპანია „როკვარსკვლავი დედები” შექმნა წამყვანმა სარეკლამო სააგენტო VMLY&R-მა ლეგენდარული ბრენდის, Rolling Stone-ისთვის.

Dove – Deepfake Moms

ტოქსიკური სილამაზის რჩევები სოციალურ მედიაში იმდენად გავრცელებულია, რომ გოგოებმა ნაკლებად იციან, რომ ეს მავნებელია. რა მოხდება, თუ იმავე რჩევებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ისმენენ, იმ ადამიანების პირით გავავრცელებთ, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობიან? მათ დედებს.

კამპანია სახელწოდებით „დიპფეიქი დედები“ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წლის აპრილში. კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Ogilvy-მ იმუშავა.

Budweiser – „ლუდი ნამდვილი MVP-ისთვის“

Budweiser-ის კამპანია „ლუდი ნამდვილი MVP-ისთვის“ დედის დღესთან დაკავშირებულ კომუნიკაციას ავთენტური ემოციური თხრობით წარმართავს. ყურადღებას სპორტის ვარსკვლავებიდან ჩვეულებრივ დედებზე გადაიტანეს. დედობრივი თავგანწირვისა და ურყევი მხარდაჭერის ჩვენებით, კამპანია სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს ესაუბრება. მაყურებლები ხედავენ იმ თავდადებას, რომელიც ხშირად აღიარების გარეშე რჩება, როდესაც დედები უთვალავ პასუხისმგებლობას მოხდენილად უთავსებენ ერთმანეთს.

კამპანიის გენიალურობა მის სიმარტივეშია: ის ხელახლა განსაზღვრავს რას ნიშნავს ნამდვილად “MVP” და გვახსენებს, რომ ყოველი მიღწევის უკან დგას დედის სიყვარული და მხარდაჭერა – საბოლოო ჯამში, ყველაზე ღირებული მოთამაშე.

Macy’s – Mother’s Day at Macy’s

2018 წლის ამ კამპანიაში -მა საჩუქრის არჩევა დაუკავშირა იმას, რაც ყველა ურთიერთობაში უმთავრესია – პირობას, რომ მიუხედავად დაშორებისა, ყოველთვის დაბრუნდები მათთან, ვინც გიყვარს. სიუჟეტის მთავარი გმირი დედა-შვილია. პატარა გოგონა სკოლის ეზოში დგას. მის თვალებში შიში და აღელვება იკითხება. პირველი დღეა – უცხო გარემო, უცნობი სახეები. დედა იხრება, პატარა ჩანთას უწვდის და ჰპირდება: „დაგელოდები. აუცილებლად დავბრუნდები“.

წლები გარბის. ახლა უკვე წამოზრდილი გოგონა კოლეჯისთვის ემზადება. სასწავლებელი შორს არის. ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. Macy’s-ის ვებგვერდზე კი ხედავა ჩანთას, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რომელიც ოდესღაც დედამ აჩუქა.

The Body Shop – British Roses for the Queen

The Body Shop-ის კამპანია „ბრიტანული ვარდები დედოფლისთვის“, 2016 წლის დედის დღისთვის, მაყურებლებს აჩვენებდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ტიპური დედის დღე მონარქის სასახლეში. რეკლამაში გამოჩნდნენ სამეფო ოჯახის დამაჯერებელი ორეულები, რომლებიც დედის დღეს სამეფო ბაღში აღნიშნავდნენ და დედოფლისთვის საუზმეს ამზადებდნენ.

რეკლამის მსუბუქი და მხიარული ტონი რაც მაყურებლებს მოუწოდებდა საკუთარ დედებს დედოფლებივით მოპყრობოდნენ. კამპანიამ წარმატებით შეძლო ბრენდის ახალი პროდუქტი („ბრიტანული ვარდების“ ხაზი) დედის დღესთან დაეკავშირებინა და ამავდროულად, გამოეყენებინა ბრიტანული სამეფო ოჯახის პოპულარობა ემოციური კონტენტის შესაქმნელად.

Stockland – All Those Who Mum

Stockland-მა 2018 წლის კამპანიაში დედობის მრავალფეროვნება ასე წარმოაჩინა. რეკლამაში აჩვენეს მარტოხელა, მომუშავე და ტრადიციული დედები, რითაც სტერეოტიპების დამსხვრევას შეეცადენ. კამპანიის ძალა მდგომარეობდა მის უნარში, ბრენდი წარმოეჩინა ინკლუზიურ კომპანიად , რომელიც დედებს აფასებს და ეს პირდაპირი სარეკლამო გზავნილების გარეშე გაეკეთებინა.

სკანერის ისტორია პანტელეგრაფით იწყება — თუმცა, რა არის ეს?

ნინჩო ჯიბლაძე – დედობა და კარიერა