17
Jan
2020

MOTIF-ის შოურუმი, როგორც შემოქმედებითი ასპარეზი – კონკურსი DISPLAY YOUR VISION

17 Jan 2020

90-იანებში, მაშინ, როდესაც საქართველო, როგორც სუვერენული ქვეყანა, გამოწვევების წინაშე იყო და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა, თათეშვილების ოჯახმა ქართულ ბაზარზე “მოტიფს” ჩაუყარა საფუძველი. მას შემდეგ, უკვე ოცდაოთხი წელია, დიზაინის სტუდია და შოურუმი წამყვანი ევროპული ბრენდების თანამედროვე ხელოვნების სიმბოლოდ ქცეულ ავეჯს, განათებას, დეკორაციებს, მოსაპირკეთებელ მასალებს, აბაზანის ავეჯს, სამზარეულოებსა და ტექნიკას სთავაზობს მომხმარებელს.

“მოტიფი” საქართველოში ისეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია, როგორებიცაა: B&B Italia, Maxalto, Giorgetti, ClassiCon, Bulthaup, Ligne Roset, Wittmann, Driade, Glas Italia, Fritz Hansen, Sé London, Tribu, Kettal, Expormim, Agape, Ex.t, Mutina, Salvatori, 41zero42, Lea Ceramiche, Fantini, Tubes, Effegibi, Oikos, Bticino, Barovier & Toso, Lambert & Fils, Davide Groppi, Giopato & Coombes, Flos, CC-tapis, Focus, By Lassen, Moooi, Bosa, Alessi, Bang & Olufsen და სხვა.

ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

ახალი შოურუმის გახსნამ ჭავჭავაძის 50 ნომერში, ახალი სივრცის შექმნამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა შეექმნა პლატფორმა ხელოვანების თვითრეალიზაციისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში შოურუმი დიზაინერების შემოქმედებით ასპარეზად იქცა. ეს იდეა ჩამოყალიბდა პროექტად DISPLAY YOUR VISION. ამ ჩანაფიქრის მიზანი თავიდანვე ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების ხელშეწყობა და მათი პოპულარიზაცია იყო. პროექტის თანახმად, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული დიზაინერი “მოტიფის” შოურუმში სპეციალურად მოწყობილი სავიტრინე სივრცის დიზაინის ავტორი ხდებოდა. კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა და გამარჯვებულიც ცნობილია. “მოტიფისა” და ხელოვნების სინთეზის იდეა კომპანიის გენერალურ მენეჯერს, ნინო ლეგაშვილს დაებადა. როგორც თავად ამბობს, იდეას შემოქმედებისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების საშუალებით მიაგნო:

“ხელოვანი მშობლების ოჯახში გავიზარდე – დედა და მამა მხატვრები არიან. მოღვაწეობენ დიზაინის სფეროში – ინტერიერის დეკორი და ტექსტილის დიზაინი, თანამედროვე  გობელენები, ფარდაგი, თექა… მთელ ბავშვობას მშობლების სახლოსნოში ვატარებდი, ხშირად ვსტუმრობდით მამას მეგობრების სახელოსნოებს – არქიტექტორების, მოქანდაკეების, მხატვრების… ჩემი 19 წლიანი გამოცდილება დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში – სწორედ ჩემი საინტერესო ბავშვობის გამოძახილია. ფერთა გამამ, ფორმებმა და ფაქტურებმა განაპირობა ჩემი საბოლოო ინტერესი ამ სფეროს მიმართ”.

ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

M: რა მნიშვნელობისაა პროექტი Display Your Vision? რა ღირებულებებს ქმნით ამ პროექტის საშუალებით?

ზოგადად, დიზაინ პროექტზე მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, საინტერესოა, შემოქმედებითია, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ შრომატევადი და ხანდახან რუტინულიც. ამ პროექტით პროფესიონალებს მივეცი საშუალება, სულ ცოტა ხნით, მთლიანად ჩართულიყვნენ შემოქმედებით პროცესში. არ დამიწესებია საზღვრები. მინდოდა მათთვის პროფესიონალური საზრდო მიმეწოდებინა  და ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადამეყვანა. როდესაც იდეა გამიჩნდა, ჩემს არქიტექტორ მეგობარს – ნინის გავუზიარე, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და როდესაც ნინის აღფთოვანებული თვალები დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი იდეა საინტერესო და ღირებული იქნებოდა პროფესიონალებითვის და თამამად გავაგრძელე ამ პროექტზე მუშაობა. როდესაც კონკურსი გამოვაცხადეთ, ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ, საინტერესო პროექტები და ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად  მალევე შევარჩიეთ გამარჯვებულები.

M: “სტუდიო ნუმეროს” ნამუშევარს როგორ შეაფასებთ  – რისი გამოხატულებაა და რა გზავნილს ხედავთ?

ჩემი მხრიდან, მინდა დავძინო, რომ ახალი სტედის კონცეფციამ უპირობოდ ყველა მოგვხიბლა, მინიმალისტური და ამავდროულად, ღრმა აზრის მატარებელია. ნინოს სტენდის დიზაინში ნათლად ჩანს, როგორც შეიძლება, რომ 1 ნივთი იქცეს დიზაინის მთავარ ელემენტად.

DISPLAY YOUR VISION-ის გამარჯვებული, ამჯერად, ნინო ძიძაძე გახდა, დიზაინ სტუდია “ნუმეროს” დამფუძნებელი. ის ოთხი წელია, რაც ინტერიერის დიზაინის შექმნითაა დაკავებული და მისი მონაწილეობით უკვე არაერთი პროექტიც დაიბადა. ნინო ძიძაძე, “მოტიფის” კონკურსის ფარგლებში შექმნილ ნამუშევარზე გვესაუბრა.

ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

M: როგორია ახალი სტენდის კონცეფცია?

თავად კონკურსის არსი იყო ის, რომ ინსტალაცია შესრულებულიყო შოურუმში არსებული ავეჯით, რომლებსაც სხვა კუთხით შევხედავდით და ახალ სიცოცხლეს შევძენდით. ჩემი კომპოზიციაც თავისი ფონით, არის ხაზგასმა და წინ წამომწევი შავი ფერის ავეჯის, რომლებიც დატვირთულ შოურუმში ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა. ასევე, მონოქრომული გადაწყვეტითა და მკაცრი ფორმებით ზამთრის მოტივები ჩნდება და სწორედ ამიტომ არის გამოყენებული ავეჯი სკანდინავიური სტილის შტრიხებით. მთავარი სათქმელი სიცივის დაძლევაა, რომელიც ერთფეროვნებაში განსხვავებული დეტალების აღმოჩენითაა შესაძლებელი.

M: MOTIF-ის კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ და რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება??

რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია პირდაპირ უკავშირდება ავეჯისა და ინტერიერის დეტალების შოურუმებთან თანამშრომლობას და შემიძლია ვთქვა, რომ MOTIF-თან ურთიერთობა არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო, გამომდინარე უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და თავად კომპანიის პროფესიონალური დამოკიდებულებით საქმისადმი, რომელსაც ამდენი წელია შესანიშნავად აკეთებენ. სწორედ ამ თანამშრომლობამ  გადამაწყვეტინა ჭავჭავაძის შოურუმის ვიტრინის მოწყობით ჩემი კვალი დამეტოვებინა და შემექმნა მიკროატმოსფერო, რომელიც განსაზღვრული პერიოდით იქნებოდა განთავსებული. ყველაზე ბედნიერები ის ადამიანები  არიან, ვისი საქმიანობა გულიდან მომდინარეობს, გამარჯვებაც ამ სასიამოვნო პროცესის ნაწილია.

ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

 

[R]

განხილვა