in

ახალი ბალიში ხვრინვას აფიქსირებს და მომხმარებლის თავს ავტომატურად ასწორებს

ხვრინვის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს — სამხრეთკორეულმა სტარტაპმა 10minds შექმნა მოწყობილობა, სახელწოდებით Motion Pillow, რომელიც  ხვრინვას ამოიცნობს და მომხმარებელს თავს ასწორებინებს.

ცხადია, აქაც ხელოვნური ინტელექტის „ხელი ურევია“, კერძოდ, ბალიში მანქანურ სწავლებას იყენებს, რათა ხვრინვის ხმა დააფიქსიროს და შესაბამისად იმოქმედოს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, ხვრინვის დაფიქსირებისთანავე, ბალიში ავტომატურად დაიწყებს გაბერვას, რაღა მომხმარებლის თავის პოზიცია დაარეგულიროს — ხვრინვის შეწყვეტის შემდეგ კი მოცულობა კვლავ იკლებს. მოკლედ, ასე ყველა ბედნიერი იქნება, როგორც თავად პრობლემის მქონე ადამიანი, ასევე მის გვერდით მწოლიარეც, რადგან მთელი ღამის განმავლობაში არ მოუწევთ შემაწუხებელ ხმებთან ბრძოლა…

აღსანიშნავია, რომ კვლევების თანახმად, ბალიშის გამოყენების შედეგად, მომხმარებელთა 93,7 პროცენტში ხვრინვამ იკლო. „საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთკვირიანი ტესტირების შემდეგ, ხვრინვის ხანგრძლივობა და სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა“, — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

CES 2023-ზე ბრენდები მაკიაჟის გასაკეთებლად ინკლუზიურ მოწყობილობებს წარადგენენ

როგორ შევქმნათ Instagram-ზე გაყიდვების ძაბრი, კონვერსიის ზრდისთვის, რეკლამის გარეშე