in

როგორ განსხვავდება მოტივაციის ამაღლების მეთოდები თაობების მიხედვით?

ზეტ თაობა და მილენიალები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, როდესაც საქმე ეხება მოთხოვნებსა და ამბიციებს. დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ორივე თაობას თავისებური მიდგომა სჭირდება. სტატიაში მოცემულია რჩევები, თუ როგორ უნდა ავამაღლოთ ზეტ თაობისა და მილენიალების მოტივაცია სამსახურში:

ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის

თუ მილენიალებისთვის დასვენება უბრალოდ ძალების აღსადგენი საშუალებაა, ზეტ თაობისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. ფაქტობრივად, 10-დან 7 ჯენზი კარიერაზე დიდ უპირატესობას ოჯახსა და ურთიერთობებს ანიჭებს. ზეგანაკვეთური სამუშაოები, დაბლოკილი შვებულების მოთხოვნები და ზარები სამუშაო საათებს მიღმა, მათ მოტივაციას უკარგავს. მილენიალები კი პირიქით, მზად არიან გაიარონ დამატებითი კილომეტრები, თუ ეს მათ კარიერულ პერსპექტივებს გააუმჯობესებს.

მხარდაჭერა და ავტონომია

ზოგიერთი ლიდერის მხრიდან ზეტ თაობის გულუბრყვილოებად და არაპროფესიონალებად აღქმა არასწორია. როგორც წესი, ისინი სრულყოფილი პროფესიონალები არიან და არ საჭიროებენ მუდმივ მითითებებს სამუშაოს შესრულების პროცესში. სინამდვილეში, ორივე თაობას აქვს დიდი ავტონომიის სურვილი. მათ არ სურთ გამუდმებით ინსტრუქციების მიღება. ურჩევნიათ თავად გაერკვნენ, თუ როგორ შეასრულონ დავალება დამოუკიდებლად. 

მილენიალებისგან განსხვავებით ბევრი ზეტ თაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავს ძალიან დაფასებულად გრძნობდნენ სამსახურში. მილენიალებისთვის მოქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ. მათაც სურთ აღიარება, მაგრამ ურჩევნიათ დამსაქმებელმა ეს ანაზღაურების გაზრდითა და ბენეფიტებით გამოავლინოს.

სწავლა და განვითარება

ზეტ თაობა დიდ უპირატესობას ანიჭებს განვითარებას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 80% ამჯობინებს ისეთ სამსახურს, რომელიც ახალი უნარების შეძენაში დაეხმარებათ, ვიდრე ის, რაც ფოკუსირებას ერთ ამოცანაზე მოითხოვს. 

მილენიალთა ამბიციური ჯგუფიც, რომელიც ახლა იწყებს კარიერულ განვითარებას, ანალოგიურად აფასებს სწავლასა და განვითარებას. მაგალითად, დასაქმების კონსულტანტმა, რობერტ უოლტერსმა აღმოაჩინა, რომ მილენიალთა 91%, ახალი სამუშაოს არჩევისას, კარიერული წინსვლის პოტენციალს ითვალისწინებს. 

ორივე თაობას მოსწონს სწრაფი ტემპით განვითარება. ასე რომ, სჯობს, ხელი შეუწყოთ მოკლე კურსებსა და სწავლებებს მათი მოტივაციის ასამაღლებლად. 

კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევამ აჩვენა, რომ მილენიალთა შორის 42% შეიცვლიდა სამსახურს, თუ ეს საშუალებას მისცემდათ, რომ დამოუკიდებლად ემუშავათ მათ მიერ არჩეულ პროექტზე. მეორეს მხრივ, ზეტ თაობის წარმომადგენლებს არ სურთ მარტო მუშაობა. ისინი აფასებენ საზოგადოებას, ურთიერთობებს და სიამოვნებით უერთდებიან გუნდებს. 

ხელფასი და ბენეფიტები

რაც შეეხება წახალისებას. რა თქმა უნდა, ორივე თაობას სურს კონკურენტუნარიანი ხელფასი, ღირსეული ჯანმრთელობის დაზღვევა და სრულყოფილი შვებულება.

მაგრამ ზეტ თაობის წარმომადგენლებს ვერანაირი თანხა დაიყოლიებს, რომ ცუდ სამსახურში გამოიჩინონ თავი. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ზეტ თაობის 37% სამუშაო კმაყოფილებას ხელფასზე წინ აყენებს.

ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. სხვადასხვა მიზნები გვაქვს და სხვადასხვა რამ გვაძლევს მოტივაციას. ბიზნესი ყველას ერთნაირად არ უნდა მიუდგეს, თუ მრავალფეროვანი სამუშაო ძალის შენარჩუნება სურს.

საქართველოში BMW-სა და MINI-ის ახალი შოურუმის კაფსულის ჩადების ცერემონიას BMW Group-ის რეგიონის პრეზიდენტი დაესწრო

ტერფის პროთეზის რევოლუციური დიზაინი შექმნეს