ახალი სიტყვა ინტერაქტიულ რეკლამაში. ინტერაქტიული რეკლამა პირდაპირ ჟურნალში. ჟურნალ Wired-ის ფურცლებზე მოტოროლას რეკლამა განთავსდა, რომელიც ჟურნალის პირველი ინტერაქტიული რეკლამაა.
ჟურნალის დანართი, რომელიც ჩვეულებრივი ფურცლის სისქისაა, მოტოროლას ახალი ტელეფონის Moto X-ის რეკლამა, რომელიც სენსორზე შეხების დროს ფერს იცვლის. Wired-ის ეს ნომერი იანვარში მხოლოდ ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში გაიყიდება.
რეკლამის ავტორი, სააგენტო Digitas-ია
p.s. დაახლოებით ორი წლის წინ Esquire-მა ჟურნალი პატარა სარეკლამო მონიტორთან ერთად გამოუშვა, მაგრამ ეს რადიკალურად სხვა კამპანია იყო.
Wired-ი მაინც პირველ ჟურნალად ითვლება, რომელმაც ახალი ტექნოლოგიები იხმარა და რეკლამა მთლიანად ინტერაქტიულ პლატფორმაზე ააწყო.
http://youtu.be/iMrZmSPpIRw