Motoi Yamamoto იაპონელი არტისტია, რომელიც ხშირად საკუთარ სევდიან ინსტალაციებს მარილისგან ამზადებს. ამჯერადაც, მან მარილისგან დაამზადა 100 000 ალუბლის ყვავილის ფოთოლი, რომლის კონცეფციაც ამ ქვეყნიდან წასული ძვირფასი ადამიანების კიდევ ერთხელ მოგონებაა. როგორც არტისტი ამბობს, ამ ნამუშევრის ფორმა მან სწორედ მაშინ მოიფიქრა, როცა მისი და ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ეს ქმნილებები არის დავიწყების ინსტიქტის საწინააღმდეგოდ მიმართული ფორმები, რომლებიც ერთგვარად გაგვახსენებენ ჩვენს საყვარელ ადამიანებს და წარსულში მომხდარ ამბებს შეგვანარჩუნებინებს.
წარმოგიდგენთ ინსტალაციის ფოტოებს: