ლენოვომ და Verizon-მა გადაწყვიტეს, 10-12 წლის წინ ყველაზე პოპულარულ მობილურს Motorola RAZR V3-ს ძველი დიდება დაუბრუნონ და თავიდან გამოუშვან. თუმცა, ჯერჯერობით მის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი მთავარი ღირსება შენარჩუნდება და კვლავაც დასაკეცი იქნება, თუმცა, რა ზომის იქნება ეკრანი, როგორი კლავიატურა ექნება და ზოგადად, როგორი დიზაინი, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მისი გამოშვება თებერვალშია დაგეგმილი. ამ ამბავში ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ იგი აიფონის ბოლო მოდელზე ძვირი – $1500 ეღირება და სწორედ რომ მისი ფასი აღგვიძრავს ინტერესს, თუ რა თვისებები ექნება მას და როგორი იქნება მოტოროლას მობილურის განახლებული ვერსია.
წყარო: The Verge