5
Dec
2019

Motorola-ს ახალი სმარტფონი, რომლის ელემენტიც, უწყვეტი მუშაობისას, 38 საათს ძლებს

5 Dec 2019

veon
veon


კლასიკური დიზაინის დასაკეცი სმარტფონის Razr შემდეგ, Motorola-მ ახალი მობილური მოწყობილობა წარადგინა. სმარტფონს სახელად One Hyper 6.5-დიუმიანი, 2340 x 1080-იანი ეკრანი აქვს და მისი სელფის კამერა კორპუსიდან ამოდის (Xiaomi Mi 9t-ს მსგავსად). აღნიშნული სელფის კამერა 32 მეგაპიქსელიანია, ხოლო რაც შეეხება სმარტფონის ძირითად კამერებს – მათი რაოდენობა ორია. აქედან, ერთ-ერთი ორმაგი კამერაა და 64 მეგაპიქსელიანთან ერთად, 16 მეგაპიქსელიან ლინზასაც აერთიანებს, ხოლო მეორე კამერა 8 მეგაპიქსელიანია, 108 გრადუსიანი გაფართოებით. მოდელის განსაკუთრებულობა მის 4,000mAh-იან ელემენტშია – სრული დამუხტვის შემდეგ ის, Motorola-ს ცნობით, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 38 საათს გაგიძლებთ.

რაც შეეხება მესხიერებას, მას 128GB შიდა მეხსიერება და 4GB ოპერაციული მეხსიერება აქვს. მოწყობილობა Qualcomm Snapdragon 675-ის პროცესორსა და Android 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

One Hyper-ის შეძენა, ამ ეტაპზე, შეერთებული შტატების მასშტაბითაა შესაძლებელი და მისი ფასი 400 დოლარია. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გახდება ის გლობალურად ხელმისაწვდომი.

 

 

განხილვა