in

Motorola კლასიკური დიზაინის დასაკეც სმარტფონს უშვებს

თუ სავსე ხართ ნოსტალგიით Motorola-ს კლასიკური დასაკეცი მობილურის მიმართ, ახალი ამბავი გვაქვს – კომპანია დასაკეც სმარტფონს უშვებს. სმარტფონ Motorola RAZR-ის გახსნისას ის ერთ დიდეკრანიან სმარტფონად იქცევა. მის ოფიციალურ გამოსვლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა, სმარტფონის ფოტოები უკვე გავრცელდა ინტერნეტში.


ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ მოწყობილობას 730-mAh-იანი ელემენტი და 6.2 ინჩიანი ეკრანი ექნება. რაც შეეხება დიზაინს, თეთრი, შავი და ოქროსფერი ფერის იქნება ხელმისაწვდომი.

CNET-ის ცნობით, მოტოროლას დასაკეც სმარტფონს 4GB, ან 6GB-იანი ოპერატიული და 64 ან 128 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება ექნება, Qualcomm’s Snapdragon 710 პროცესორზე იმუშავებს. მისი ფასი კი, სავარაუდოდ, 1500 დოლარი იქნება.

ძია ბენი, ამანდა და კეთილი მატცე – ერეკლე ინაშვილი

ბედნიერი თანამშრომელი 13%-ით უფრო პროდუქტიულია