27
Jan
2020

Motorola Razr-ის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია

27 Jan 2020

Alta
Alta


როცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასაკეცი სმარტფონის – Motorola Razr-ის შესახებ გავიგეთ, ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მისი წინასწარი შეკვეთა 2019 წლის 26 დეკემბრიდან იქნებოდა შესაძლებელი. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ თარიღმა ერთი თვით გადაიწია და გუშინ, 2020 წლის 26 იანვრიდან, აშშ-ს მასშტაბით, მისი წინასწარი შეკვეთა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები, რომლებიც სმარტფონს წინასწარ შეუკვეთენ, მის მიღებას 18 თებერვლიდან შეძლებენ. ალბათ, ამის შემდეგ, უფრო დეტალურ საუბარს შევძლებთ იმაზე, რამდენად დაძლია დასაკეცეკრანიანი სმარტფონების ბაზარზე ახალბედა „მოტოროლამ“ ის გამოწვევები, რომელთა დაძლევაზეც Huawei, თუ Samsung მუშაობენ.

Motorola Razr-ის ფასი 1499 დოლარია და მისი წინასწარი შეკვეთა შემდეგ ბმულზე, ამერიკაში მცხოვრებ მომხმარებელს შეუძლია. ის, თუ როდის გახდება „მოტოროლას“ დასაკეცი სმარტფონი ხელმისაწვდომი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სავარაუდოდ, 6 თებერვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

განხილვა