14
მარ
2018

მანეკენია თუ ადამიანი? – Motorola-ს ორიგინალური ექსპერიმენტი

14 მარ 2018

Motorola-მ თავისი ახალი ექსპერიმენტით საზოგადოებას მწარე რეალობა გვერდიდან დაანახა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი სმარტფონების წარმოებაა, საზოგადოების ტელეფონზე დამოკიდებულების მწვავე პრობლემას თავად ბრენდიც ამჩნევს და სწორედ ამ მიზეზით გვთავაზობს ორიგინალურ სარეკლამო კამპანიას. Motorola-მ თავის აქტივობაში ადამიანები ურეაქციო მანეკენებს შეადარა, რომლებიც მხოლოდ სმარტფონში იყურებიან და გარშემო რეალობას ვეღარ აღიქვამენ. სააგენტო Ogilvy & Mather-თან თანამშრომლობით განხორციელებული ექსპერიმენტის ფარგლებში, კომპანიამ 2 საინტერესო ვიდეორგოლიც გამოუშვა.

 

განხილვა