Motorola-ზე პირველი ტელეფონი რომ გახსენდებათ, საკმაოდ ლოგიკურია, მაგრამ ახლა უკვე ბრენდი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გატესტვას იწყებს. აქაც, წესით, AI ხელსაწყოებზე ან ფუნქციებზე უნდა ვსაუბრობდეთ… ვიგებთ კიდეც, რომ ბრენდმა ახალი კამპანია შემოგვთავაზა, რომელიც სრულად ამ ტექნოლოგიის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ აქ მსგავსს ვერაფერს ნახავთ — Motorola პირდაპირ AI სამოსს გვთავაზობს!
Styled with Moto ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სამოსში გვაჩვენებს მოდელებს, ავანგარდულიცაა და, ამასთან, ინსპირაციას ელექტრონული ბრენდის საკულტო ღამურის ლოგოდან იღებს. ამ ამბავში კი Hopscotch Group დაიხმარეს, რაც თან ახლავს Razr 50 და Razr 50 Ultra დასაკეცი სმარტფონების გამოშვებასა და ბრენდის PANTONE-თან შეერთებას.
იმას, რასაც სურათებზე ხედავთ, 4 თვე დასჭირდა და 9 განსხვავებული AI ტექნოლოგია, მათ შორის Krea.ai, Midjourney, Comfy UI, Hypic, Magnific.ai, ClipDrop, Firefly, Luma და Udio. ციფრული სამყაროს მიღმა, კამპანია სტუმრების 150 პორტრეტს მოიცავდა, რომელთაც AI-ის მიერ შექმნილი Motorola Batwing სამოსი ეცვათ ღონისძიებაზე. მეტიც, ნამდვილი Motorola Dress ტექსტილის შემოქმედებით სტუდია Scotomalab-თან კოლაბორაციით შექმნეს.
დაბოლოს, მემკვიდრეობასაც შეეხნენ და Hello Moto-ს ჯინგლი AI-ის დახმარებით ხელახლა შემოგვთავაზეს: