in

ახლა ამის ყიდვის დროა! – Motorola-ს სახალისო ვიდეორგოლი Samsung-სა და Apple-ზე

სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების გაჩაღებულ კონკურენციასა და ერთმანეთზე შექმნილ პროვოკაციულ სარეკლამო ვიდეორგოლებში Motorola-ც ჩაერთო. სულ ცოტა ხნის წინ, Samsung-მა თავისი სახალისო რეკლამით Apple-ის სუსტ მხარეებს გაუსვა ხაზი და ამ უკანასკნელის ყველაზე ერთგული მომხმარებელიც კი გადაიბირა. Motorola-მ სიუჟეტი სწორედ იმ მომენტიდან გააგრძელა, როდესაც iPhone-ის “მოღალატე” მომხმარებელმა Samsung-ი შეიძინა და შეყვარებულთან თავის მოსაწონებლად მივიდა. აი, აქ კი კომპანიამ თავისი სულ ახალი, Moto Z2 Play ჩართო მოქმედებაში. ფაქტია, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია და თითოეული კომპანიის პროდუქციაც თავისებურად განსაკუთრებული. ასეა თუ ისე, ამდენი ერთმანეთზე უფრო საინტერესო და ორიგინალური ვიდეორგოლი ცოტა დამაბნეველიც კია, უშუალოდ სმარტფონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

M2

 

https://www.youtube.com/watch?v=Dw7verGkl5c

პატარა ონავარი “ინდიელის” უჩვეულო თილისმა – Allegro-ს კიდევ ერთი საინტერესო საახალწლო ვიდეორგოლი

Audi-მ ავტოპილოტის ფუნქცია დაამატა! – სახალისო ვიდეორგოლი “სტრელკას” შთამომავლის მონაწილეობით